1. საარბიტრაჟო განხილვა წყდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერისა და მხარეთათვის გადაცემის შემდეგ ან ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არბიტრაჟის დადგენილების საფუძველზე.
2. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე უარს აცხადებს საარბიტრაჟო სარჩელზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო მოპასუხე წინააღმდეგია საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტისა და არბიტრაჟი მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეს აქვს საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტის კანონიერი ინტერესი;
ბ) თუ მხარეები შეთანხმდნენ საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტაზე;
გ) თუ არბიტრაჟი დაადგენს, რომ საარბიტრაჟო განხილვის გაგრძელება რაიმე სხვა მიზეზით არ არის აუცილებელი ან შეუძლებელია.
3. თუ საქმის საარბიტრაჟო განხილვისათვის მიღების შემდეგ აღმოჩნდება 21-ე მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული გარემოებები ან საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა, არბიტრაჟი შეწყვეტს საქმის განხილვას, რის შესახებაც მას გამოაქვს დადგენილებ
"საქართველოს საარბიტრაჟო პალატა" - დებულება · რედაქცია 01.02.2011
მუხლი 30. საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტა
თავი IV — მტკიცებულება, სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 24. საარბიტრაჟო განხილვის ფორმა
- მუხლი 25. მხარეთა გამოუცხადებლობა
- მუხლი 26. მთავარი სარბიტრაჟო სხდომა
- მუხლი 27. გადაწყვეტილების გამოტანა საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას
- მუხლი 28. მხარეთა მორიგება
- მუხლი 29. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
- მუხლი 31. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება და განმარტება, დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
- მუხლი 32. საქმის განხილვის შეჩერება და გადადება
- მუხლი 33. საარბიტრაჟო ოქმი
- მუხლი 34. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება "საქართველოს საარბიტრაჟო პალატა" - დებულება, მუხლი 30, №0, 01.02.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1199654/muxli-30/