ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესაბამისი ზონებისა და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.02.2011 ძალადაკარგული 24.02.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
330130000.35.112.016026
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 150211, 15/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2011 წლის 7 თებერვალი

ქ. ლანჩხუთი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესაბამისი ზონებისა და I კლასს დაქვემდებარებულ ი შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა სახეობები ს განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნე­ბართვის გარეშე

     „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად:

1. განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზონები და I კლასს დაქვემდებარებულ ი შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა სახეობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნე­ბართვის გარეშე (დანართი №1).

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

     საკრებულოს თავმჯდომარე                          რ. ჩიტიძე

                                                                     დანართი №1

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესაბამისი ზონები და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა სახეობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნე­ბართვის გარეშე

    მუხლი 1

 I კლასის შენობა-ნაგებობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა. I კლასს განეკუთვნება:

ა) 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშე­ნიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნ­ტის ზე­დაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შე­ნობა;

ბ) 20 მ3-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნ­ტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნა­გებობა;

გ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღო­ბე, საიდანაც 0,80 მ ნიშნულამდე დასაშვებია მოეწყოს გაუმჭვირვალე ღობე, ხოლო 0,80 მ-დან 2,20 მ ნიშნულამდე მოეწყოს გამჭვირვალე ღობე, შესაძლებელია კონკრეტულ შემთხვევაში დასაბუთებული და არგუმენტირებული წინადადებების წარმოდგენისას განხილულ იქნეს გაუმჭვირვალე ღობის მოწყობის საკითხი, რომლის სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან არ უნდა აღემატებოდეს 2,20 მ-ს, გარდა საზოგადოებრივი სივრცის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებისა;

დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 5 მ-ისა;

ე) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტრო­სად­გური 50 კვტ-მდე, მზის და ბიოგაზის დანადგარი);

ვ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არ­სებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწ­ყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შე­ნობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);

ზ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალის­წინებული ნაგებობა;

თ) საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის გან­­კუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2-მდე ფართობის მქო­ნე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები;

ი) ხაზობრივი ნაგებობები – III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზები;

კ) ლანდშაფტური მშენებლობა.

    მუხლი 2

თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს:

ა) საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ღერძულა ხაზიდან 100- მეტრიან ზონაში, I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად (გარდა 1-ლი მუხლის „გ“,„ე“,„ვ“,„ზ“,„თ“,„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების და იმ შენობა-ნაგებობის, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო, რესპუბლიკური ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა მშენებლობისათვის დადგენილი წესით;

ბ) დაცული ტერიტორიების მიმდებარედ 300 მეტრიან ზონაში, წყალდაცვითი ზონების     მიმდებარედ 50 მეტრიან ზონაში და სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად (გარდა პირველი მუხლის „გ“,„ე“,„ვ“,„ზ“,„თ“,„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების და იმ შენობა-ნაგებობების,რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო,რესპუბლიკური ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა,რაც გაიცემა მშენებლობისათვის დადგენილი წესით.

    მუხლი 3

 თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ზონაში, I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების ასაშენებლად სავალ­დე­ბულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშე­ნებლობებისათვის დადგენილი წესით.