შპს სადაზღვევო კომპანია „უნისონი“–ზე დაზღვევის (არა სიცოცხლის) ლიცენზიის გაცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№93
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110211, 11/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №93

2011 წლის 7 თებერვალი

ქ.თბილისი

შპს სადაზღვევო კომპანია „უნისონზე“ დაზღვევის (არა სიცოცხლის) ლიცენზიის გაცემის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის „ზ“ პუნქტის, ამავე კანონის 51-ე მუხლის „ა“ პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ პუნქტისა და 22-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 30-ე პუნქტის, მე-8, მე-13 და 26-ე მუხლებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. გაიცეს შპს სადაზღვევო კომპანია „უნისონზე“ დაზღვევის (არა სიცოცხლის) ლიცენზია.

2. შპს სადაზღვევო კომპანია „უნისონზე“ სალიცენზიო მოწმობა გაიცეს ლიცენზიის შესაბამისი ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე.

3. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტს დაევალოს ამ განკარგულების 10 დღის ვადაში „საქართველოს საკანმონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება.

5. ეს განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ვიცე-პრეზიდენტი                                                      ო. ნადარაია