პირველი აუქციონის ჩატარების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შპს „ბროს“-ის მეორე ინფორმაცია
პირველი აუქციონის ჩატარების შესახებ
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, შპს „ბროს“-ის გაკოტრების მმართველი ვახტანგ კაპანაძე ვაცხადებ, რომ სამეურვეო ქონების გაყიდვის მიზნით 2011 წლის 27 თებერვალს, 15 საათზე, ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. №14ბ -ში ტარდება პირველი აუქციონი.
აუქციონზე ერთ ლოტად გასაყიდად გამოდის შპს „ბროს“-ის კუთვნილი ქონება – მანქანის წნევით სარეცხი აპარატი – Power washer bosh aquatak 160prox და დებიტორული მოთხოვნა.
მანქანის წნევით სარეცხი აპარატი იმყოფება ქ. თბილისში, აგლაძის ქ. №31-ში. აპარატი არის ექსპლუატაციაში ნამყოფი.
პირველ აუქციონზე გამოტანილი განთავსებულია ქონების საწყისი ფასი შეადგენს 11 000 (თერთმეტი ათასი) ლარს, მათ შორის: მანქანის წნევით სარეცხი აპარატი – 1 000 (ერთი ათასი) ლარი და დებიტორული მოთხოვნა – 10 000 (ათი ათასი) ლარი.
აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდება ის მონაწილე, რომელიც ყველაზე მაღალი ფასის შეთავაზებას გააკეთებს, მაგრამ არა უმცირეს საწყისი ფასისა.
გამარჯვებულის მიერ თანხის სრულად გადახდა უნდა მოხდეს აუქციონის ჩატარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუქმდება აუქციონის შედეგები და გამარჯვებულ მონაწილეს გადახდილი ბეს თანხა არ დაუბრუნდება.
აუქციონის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, დაინტერესებული პირები უფლებამოსილი არიან მიმართონ გაკოტრების მმართველს შემდეგ რეკვიზიტებზე: ქ. რუსთავი, თოდრიას 1-ლი ჩიხი, კორპ. 3 ბ. 32.
ტელ.: სახლის – 8 (24) 150086; მობილური – 8 (93) 902160.
აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა 2011 წლის 26 თებერვლის 19 საათამდე გაკოტრების მმართველს უნდა წარუდგინონ განაცხადი აუქციონში მონაწილეობის შესახებ, რასაც თან უნდა დაერთოს:
(ა)ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში) ან პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში).
(ბ) სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე (სს „ბანკი რესპუბლიკა“, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიში. ანგარიშის №GE79BR0000000033050001. ბანკის კოდი REPL GE22) გასაყიდი ქონების საწყისი ფასის 10%-ის ოდენობით ბეს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
შპს „ბროს“
გაკოტრების მმართველი ვ. კაპანაძე
11 თებერვალი, 2010 წელი