⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.03.2015)
გაუქმებულია:

"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის" დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.02.2011
ძალის დაკარგვა 17.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №3/23
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016004
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 140211, 14/02/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,518 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.02.2011 მიღება
17.03.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის" დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:45.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-9.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 56.7pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №3/23 2011 წლის 11 თებერვალი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს შეცვლისა და „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 აგვისტოს №698 ბრძანებულების მე-2 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის“ თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ნ. რურუა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი (შემდგომში „მუზეუმი“) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს შეცვლისა და „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 აგვისტოს №698 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. მუზეუმი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით. 3. მუზეუმის სახელწოდებაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი“. 4. მუზეუმს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, ბლანკი, და შტამპი საკუთარი დასახელებით, სახაზინო და საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. მუზეუმის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №51.     მუხლი 2🔗. მუზეუმის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. მუზეუმის საქმიანობა განისაზღვრება „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. მუზეუმის ძირითადი საქმიანობაა: ა) სამედიცინო-ბიოლოგიური პროფილის ექსპოზიციების მოწყობა; ბ) პროფესიული და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული სასწავლო ბაზით უზრუნველყოფა; გ) ქართული მედიცინის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი საარქივო მასალების მოძიება (შესყიდვა), შესწავლა და დაცვა; დ) სამეცნიერო ექსპოზიციების მოწყობა; ე) საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის, ბიბლიოთეკის, მთარგმნელობითი ცენტრის ორგანიზება; ვ) საგამომცემლო საქმიანობა. 3. მუზეუმის ფუნქციონირების მიზანია უზრუნველყოს სამედიცინო-ბიოლოგიური პროფილის ისტორიული მასალისა და თანამედროვე ინფორმაციის მოპოვება, შესწავლა, დაცვა და ექსპონირება კულტურულ-საგამანათლებლო მიზნით. 4. მუზეუმის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) საერთაშორისო სტანდარტების დონეზე სამედიცინო-ბიოლოგიური პროფილის ისტორიული რარიტეტების, თანამედროვე ინფორმაციის მოპოვება, შესწავლა, დაცვა, ექსპონირება კულტურულ-საგანმანათლებლო მიზნით; ბ) შესაბამისი პროფილის სამუზეუმო-საისტორიო ექსპოზიციის მოწყობა; გ) სამედიცინო-ისტორიული რარიტეტების მოძიება (შესყიდვა); დ) საექსპოზიციო და საარქივო მასალის დაცვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ე) მედიცინის თანამედროვე მიღწევების ექსპოზიციის მოწყობა; ვ) საქართველოს თანამედროვე სამედიცინო-სამეცნიერო პოტენციალისა და ბუნებრივი რესურსების ექსპოზიციის მოწყობა; ზ) ბიბლიოთეკის მოწყობა შესაბამისი წესისა და პირობების დაცვით; თ) სამეცნიერო სემინარების, კონფერენციებისა და კონგრესების ორგანიზება; ი) სამეცნიერო-პრაქტიკული ექსპედიციების მოწყობა; კ) სამეცნიერო და საინფორმაციო-ანალიზური საქმიანობის წარმართვა; ლ) საგამომცემლო საქმიანობის წარმართვა. 5. მუზეუმს უფლება აქვს: ა) ითანამშრომლოს მედიცინის სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, მედიცინის სფეროს დაწესებულებებთან, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებთან, შემოქმედებით კოლექტივებთან და ცალკეულ ხელოვანებთან; ბ) შეიმუშაოს შესაბამისი პროგრამები თავისი საქმიანობის სფეროში, განავითაროს კავშირი უცხოეთის მონათესავე სამუზეუმო და საზოგადოებრივ სამედიცინო-სამეცნიერო ცენტრებთან; გ) მოაწყოს და მონაწილეობა მიიღოს კონკურსებსა და სხვა სამუზეუმო (მათ შორის, საქველმოქმედო) ღონისძიებებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ; დ) ფლობდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს საერთაშორისო კონვენციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ე) ეწეოდეს დამხმარე ხასიათის ეკონომიკურ საქმიანობას თავის სფეროში (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე); ვ) განახორციელოს „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა.     მუხლი 3🔗. მუზეუმის მართვა და სტრუქტურა 1. მუზეუმის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. მუზეუმის სტრუქტურული ერთეულები დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებენ მუზეუმის შინაგანაწესისა და არსებული ინსტრუქციების შესაბამისად, მათთვის დადგენილ კომპეტენციათა ფარგლებში. 3. მუზეუმის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. 4. მუზეუმის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს მუზეუმის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე; ბ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მუზეუმს ყველა ინსტანციაში, ნიშნავს რწმუნებულებს, გასცემს მინდობილობებს, მუზეუმის სახელით დებს გარიგებებს; გ) მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად განაგებს მუზეუმის ქონებას და საფინანსო სახსრებს, პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე; დ) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუზეუმის თანამშრომლებს; უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესრულებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანოს შტატგარეშე თანამშრომელი; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები; ვ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს დებულებას; ზ) სათათბირო ხმის უფლებით ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს; თ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს მუზეუმის საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს; ი) თავისი კომპეტენციის ფარლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; კ) მუზეუმის წინაშე მდგარი რიგი საკითხების გადასაწყვეტად უფლებამოსილია შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები, კომისიები; ლ) ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, თანამშრომლების ფუნქციონალურ დატვირთვას და სამსახურებრივ ინსტრუქციებს. 2. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მუზეუმის ერთ-ერთი თანამშრომელი, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.     მუხლი 4🔗. მუზეუმის სამეცნიერო საბჭო 1. მუზეუმის სამეცნიერო საბჭო არის მუზეუმის სათათბირო ორგანო, რომელიც შედგება მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებისა და მოწვეული პირებისაგან. 2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობასა და მის დებულებას ადგენს და ამტკიცებს მუზეუმის დირექტორი. 3. საბჭო განიხილავს მუზეუმის შემოქმედებითი განვითარების გეგმასა და მუზეუმის სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 4. საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმის სახით, რომელიც შესასრულებლად სარეკომენდაციო ხასიათისაა.     მუხლი 5🔗. მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი 1. მუზეუმის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. მუზეუმის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებში, არის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მუზეუმის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.     მუხლი 6🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. მუზეუმს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც მუზეუმის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. 2. მუზეუმს მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, მუზეუმის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება მუზეუმის ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს; ვ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა. 4. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა 5. მუზეუმს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონება გაასხვისოს/სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 7🔗. მუზეუმის საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი 1. მუზეუმის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს. 2. მუზეუმი წლის დასაწყისში ადგენს განვლილი წლის წლიურ ბალანსს და დადგენილ ვადებში წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. 3. მუზეუმი წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტი.     მუხლი 8🔗. მუზეუმის დაფინანსების წყაროები 1. მუზეუმის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება მუზეუმის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მუზეუმის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.     მუხლი 9🔗. მუზეუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. მუზეუმის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. მუზეუმის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.     მუხლი 10🔗. მუზეუმის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი მუზეუმის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.