ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
გურჯაანისმუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2011 წლის 9 თებერვალი
ქ. გურჯაანი
ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნ ქ ტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნ ქ ტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ’’ 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე,
მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს 2010 წლის 28 იანვრის №1 დადგენილება ,,ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ’’.
2. განისაზღვროს ქ. გურჯაანში ერთსაფეხურიანი ზონირება სამ ზონად.
2.1. ცენტრალური ზონა – შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით: თავისუფლების ქუჩა №1-დან 20-ის ჩათვლით, ზუგდიდის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩა ახმეტელის ქუჩის გადაკვეთამდე, სიღნაღის ქუჩა ფარნავაზის ქუჩამდე, ელ.სადგურის, თამარ მეფისა და წმინდა ნინოს ქუჩები.
2.2. შუალედური ზონა – შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით: რუსთაველის ქუჩა ფურცელაძის ქუჩის გადაკვეთამდე, თავისუფლების ქუჩა №21-დან ბელიაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, ვაჟა-ფშაველას ქუჩა ახმეტელის ქუჩის გადაკვეთიდან ქუჩის ბოლომდე, სიღნაღის ქუჩა მაიაკოვსკის ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე, ფურცელაძის, მარჯანიშვილის, დუმბაძის, ტაბიძის, ნონეშვილის, თაყაიშვილის, ერეკლე II–ის, ბარათაშვილის, თბილისის, 9 აპრილის, ჭავჭავაძის, ლეონიძის, ბესიკის, საბჭოს, წერეთლის, ტაბიძის, სააკაძის, ჩუმლაყის, კარდენახის, გაბიტაშვილის, გოგოლის, მაჩაბლის, ენგელსის, სტადიონის, შრომის, გოგებაშვილის, ზიარის, გორგასლის, გურჯაანის, მაიაკოვსკის, ნავთისხევის, რ. თაბუკაშვილის, არაგვისპირელის, ბალახევის, თელავის, სარაჯიშვილის ქუჩები.
2.3. პერიფერიული ზონა – მიეკუთვნება ქალაქის დანარჩენი ტერიტორია ადმინისტრაციულ საზღვრამდე: ბერიტაშვილის, ფიროსმანის, ნუცუბიძის, ჯავახიშვილის, ყაზბეგის ქუჩები. ის ქუჩები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ჩამონათვალში, ჩაითვალოს პერიფერიულ ზონაში.
3. ლოკალური ტერიტორიული ინდექსი I T L შეადგენს:
3.1. ცენტრალური ზონისათვის 1,3-ს;
3.2. შუალედური ზონისათვის 1,0-ს;
3.3. პერიფერიული ზონისათვის 0,7-ს.
4. დადგინდეს მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი K=50.
5. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად, ადმინისტრაციული ცენტრის მაკრომდებარეობის ინდექსი განისაზღვროს L M G=0,45.
6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1კვ.მ. დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი შეადგენს C=0,24.
7. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი იანგარიშება ფორმულით:
CN = LMg X I T L X C X K
7.1. CN – არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი;
7.2. LMg – არის დასახლების მაკრომდებარეობის ინდექსი;
7.3. I T L – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი;
7.4. C – არის მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი;
7.5. K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი.
8. დადგინდეს მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ. ქალაქ გურჯაანისთვის:
8.1. ცენტრალური ზონა – 7,02 ლარი
8.2. შუალედური ზონა – 5,40 ლარი
8.3. პერიფერიული ზონა – 3,78 ლარი.
9. მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ით და შეადგენს 2,7 ლარს.
10. დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ით და შეადგენს 1,35 ლარს.
11. დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს: ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ით და შეადგენს 2,7 ლარს.
12. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ
თავმჯდომარის მოადგილე ა. სირბილაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.01.2012.
- როდის იქნა მიღებული „ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“?
- „ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 09.02.2011. მიმღები ორგანო — გურჯაანის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №4. სარეგისტრაციო კოდი — 200140030.35.166.016026.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.01.2012-დან.
- სად არის „ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.01.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“, №4, 09.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.166.016026 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1205822/