გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში ქონების გადასახადის განაკვეთების დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.02.2011 ძალადაკარგული 31.03.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.166.016024
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 220211, 22/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 გურჯაანისმუნიციპალიტეტის საკრებულო ს

  დადგენილება №2

  2011 წლის 9 თებერვალი

ქ. გურჯაანი

 გურჯაანისმუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში ქონების გადასახადის განაკვეთების დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მე-6 მუხლის მე-6 ნაწილის, მე-7 მუხლის, 201-ე – 206-ე მუხლების, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.

შემოღებულ იქნ ე ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში ქონების გადასახადი.

    მუხლი 2.

ქონების გადასახადის გადამხდელნი არიან „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 201-ე მუხლით განსაზღვრული პირები.

    მუხლი 3.

დაბეგვრის განაკვეთები განისაზღვრება „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 202-ე მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 4.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირებისათვის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 პუნქტით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

 ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,1%.

 ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,9%.

    მუხლი 5.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლით განსაზღვრულ პირთათვის იმავე კოდექსის 204-ე მუხლისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით ლარებში განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

1. სათიბებისა და საძოვრებისათვის :

ა) სათიბები – 18 ლარი;

ბ) საძოვრები – 15 ლარი;

გ) გაკულტურებული სათიბები – 20 ლარი;

დ) გაკულტურებული საძოვრები – 16 ლარი;

2. სხვა მიწებისათვის:

ა) კარგი– 87 ლარი;

ბ) მწირი– 67 ლარი.

    მუხლი 6.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით, რომელიც მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე.

    მუხლი 7.

განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში ტერიტორიული კოეფიციენტი – 0.45.

    მუხლი 8.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი განისაზღვროს წელიწადში ერთ კვადრატულ მეტრზე 0, 108 ლარის ოდენობით.

    მუხლი 9.

გადასახადის გადახდა და ანგარიშგება განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 10.

საგადასახადო შეღავათები გავრცელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 11.

ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 იანვრის №3 დადგენილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში ქონების გადასახადის განაკვეთების დადგენის შესახებ~.

    მუხლი 12.

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი

თავმდომარის მოადგილე      ა. სირბილაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში ქონების გადასახადის განაკვეთების დადგენის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.03.2011.
როდის იქნა მიღებული „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში ქონების გადასახადის განაკვეთების დადგენის შესახებ“?
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში ქონების გადასახადის განაკვეთების დადგენის შესახებ“ მიღებულია 09.02.2011. მიმღები ორგანო — გურჯაანის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 200230000.35.166.016024.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში ქონების გადასახადის განაკვეთების დადგენის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.03.2011-დან.
სად არის „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში ქონების გადასახადის განაკვეთების დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში ქონების გადასახადის განაკვეთების დადგენის შესახებ“, №2, 09.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.166.016024 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1205852/