საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/171
სარეგისტრაციო კოდი
010240070.22.024.016034
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 150211, 15/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკ ისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/171

2011 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

 „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციის სამსახურის თანდართული დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციის სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკ ისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) კოორდინაციის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. სამსახური წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკ ისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

4. სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

5. სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრი ს წინაშე, რომელიც კოორდინაციას უწევს სამსახურ ის საქმიანობას.

    მუხლი 2. სამსახურის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები

1. სამსახური ს ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:

ა) სახელმწიფო დაწესებულებებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ბიზნეს სექტორს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და სამინისტროს შორის ორგანიზებული, ეფექტური და კოორდინირებული კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

ბ) ეკონომიკის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო სექტორის, ბიზნესის სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ მიწოდებული ინიციატივების შესწავლა სა და შესაბამისი წინადადების მომზადებაში მონაწილეობა;

 გ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირებს და ტერიტორიულ ორგანოებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფის ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში. წინადადებების მომზადება სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების წინაშე დასმული ამოცანების შესრულების ხელშეწყობის მიზნით;

დ) რეგიონალური ეკონომიკური განვითარების კომპლექსური პროგრამების და გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;

ე) სამინისტროს წინაშე დასმული ამოცანებისა და საკითხების შესწავლასა და განხილვაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

2. სამსახური, მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას,თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, მის ტერიტორიულ ორგანოებთან და სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან, აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

3. სამსახური უფლებამოსილია მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურ ული ერთეულებიდან მოითხოვოს და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია.

    მუხლი 3. სამსახურის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

1. სამსახურ ს ხელმძღვანელობს სამსახურ ის უფროსი.

2. სამსახური ს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. სამსახური ს უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

4. სამსახური ს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახური ს საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სამსახურ ს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახური ს მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;

დ) ზედამხედველობს სამსახურ ი ს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს სამსახურ ში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;

ვ) წარუდგებს მინისტრს წინადადებებს სამსახური ს სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) მინისტრთა ნ შუამდგომლობს სამსახურ ის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე;

თ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის ცალკეულ დავალებებს.

    მუხლი 4. სამსახურის მოსამსახურეები

1. სამსახური ს მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამსახური ს მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სამსახური ს უფროსი.

3. სამსახური ს მოსამსახურეები, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამსახური ს უფროსის წინაშე.