საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/317
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.024.016452
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/317

2016 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6მუხლის მე-3 პუნქტის „კ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი




საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. სამსახური წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

4. სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

5. სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრისა და იმ მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობას.

 

მუხლი 2. სამსახურის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები

  • სამსახურის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:
  • ა) ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი;

    ბ) ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზირება;

    გ) ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად  რეკომენდაციების შემუშავება;

    დ) ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მდგომარეობის, მათი ანალიზის ფორმების შერჩევა და პერიოდულად გადახედვა, დახვეწა;

    ე) წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის  და სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფებისთვის ქვეყნის მაკროეკონომიკური ანალიზის ანგარიშების მომზადება;

    ვ) საჭიროების შემთხვევაში კონკრეტულ ტენდენციაზე დეტალური ანალიზის მომზადება; 

    ზ) მაკროეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ანგარიშებზე დაყრდნობით  ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზირება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის  გაცნობა;

    თ) დაკავშირებულ მხარეებთან (ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო,  ექსპერტები და სხვა) ინფორმაციის გამოთხოვის ორგანიზება და საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციების ან ერთობლივი შეხვედრების ორგანიზება;

    ი) მნიშვნელოვან გადახრებზე ან სავარაუდო პროგნოზებზე სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის  რეკომენდაციების მომზადება, არგუმენტირება;

    კ) მაკროეკონომიკური ანალიზის, პროგნოზირებისა და რეკომენდაციების ხარისხის გასაზრდელად უცხოური პრაქტიკის კვლევა და დანერგვის ორგანიზება.

    2. სამსახური მისი საქმიანობის ეფექტურად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია მოითხოვოს მისთვის აუცილებელი ინფორმაცია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისგან, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან:

    3. სამსახური, მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან.

     

    მუხლი 3. სამსახურის ხელმძღვანელობა

    1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.

    2. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

    3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის წინაშე.

    4. სამსახურის უფროსი:

    ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

    ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;

    გ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;

    დ) ზედამხედველობს სამსახურის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

    ე) სამსახურის სახელით ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან გასაგზავნ კორესპონდენციას;

    ვ) სამსახურის სახელით ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ სამინისტროდან გამავალ კორესპონდენციას;

    ზ) წარუდგენს მინისტრს და შესაბამისი მინისტრის მოადგილეს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

    თ) მინისტრთან და შესაბამისი მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს სამსახურის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე;

    ი) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

    5. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სამსახურის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოსამსახურე.    

     

    მუხლი 4. სამსახურის მოსამსახურეები

    1. სამსახურის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

    2. სამსახურის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სამსახურის უფროსი.

    3. სამსახურის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე.


    ხშირად დასმული კითხვები

    მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
    დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.06.2016.
    როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
    „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 11.06.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/317. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.024.016452.
    რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
    დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
    სად არის „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
    ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.06.2016 მდგომარეობით.

    როგორ დავიმოწმოთ

    საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №1-1/317, 11.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.024.016452 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3307338/