პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:
ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარებას:
ა.ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარებას - ბრიგადის ვიზიტს პაციენტთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას დანართი–19.1-ით და დანართი–19.2-ით განსაზღვრული მედიკამენტებით და სამედიცინო დანიშნულების საგნებით, საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის უზრუნველყოფას და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას კატასტროფების დროს;
ა.ბ) პროგრამის მართვას, კერძოდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდების ორგანიზებისათვის სარეტრანსლაციო (უკაბელო ალტერნატიული ინფორმაციის გადაცემათა სისტემა) სისტემათა ფუნქციონირებას, რეტრანსლატორების ტექნიკურ მართვას;
ბ) სამედიცინო ტრანსპორტირებას:
ბ.ა) რეფერალურ დახმარებას - კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობების რეფერალური შემთხვევების მართვას, ადგილზე რეფერალური ბრიგადის მიერ კონსულტაციას, მდგომარეობის სტაბილიზაციას, გართულებული შემთხვევების სამედიცინო ტრანსპორტირებას;
ბ.ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელთა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;
ბ.გ) საგანგებო სიტუაციებისა და სპეციალური ოპერაციების დროს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლებას და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას
2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.12.2011
მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
თავი II — სამედიცინო ვაუჩერის პირობები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
- მუხლი 5. მომსახურების განხორციელების მექანიზმები
- მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
- მუხლი 7. მომსახურების მიმწოდებელი
- მუხლი 8. პროგრამის განმახორციელებელი
- მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები
- მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
- მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები
- მუხლი 7. მომსახურების მიმწოდებელი
- მუხლი 9. დამატებითი პირობები
- მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №77, 15.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016235 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1208699/muxli-3-21/