1. სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
ა) სასწრაფო დახმარების სამსახურები ფინანსდებიან გლობალური ბიუჯეტის პრინციპით დანართი–19.3-ის შესაბამისად;
ბ) ერთი სასწრაფო დახმარების სამსახურის ხარჯებში გათვალისწინებულია დირექტორის, 4 დისპეჩერის (გამონაკლისია ქ. ბათუმის და ქ. ქუთაისის სასწრაფო დახმარების სამსახურები, სადაც არის 9 დისპეჩერი), დამლაგებელ-სანიტარის, ბუღალტერ-მოლარისა და ბრიგად(ებ)ის (ერთ ბრიგადაში არის 4 ექიმი, 4 ექთანი და 4 მძღოლი) ხელფასები, საშვებულებო ხარჯები, მედიკამენტების, მანქანების მომსახურების, ოფისის, კომუნალური და მობილური-კავშირგაბმულობის ხარჯები;
გ) სასწრაფო დახმარების სამსახურებისათვის საჭირო საწვავის რაოდენობა განისაზღვრება ერთ ბრიგადაზე საშუალოდ დღეში 30 ლიტრით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 900 ლიტრისა;
დ) საწვავის შესყიდვა განხორციელდება ცენტრალიზებულად;
ე) პროგრამის მართვაში მონაწილე დაწესებულების მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით. მართვის ხარჯები ითვალისწინებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდების ორგანიზებისათვის სარეტრანსლაციო (უკაბელო ალტერნატიული ინფორმაციის გადაცემათა სისტემა) სისტემათა ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მომსახურების ღირებულების დაფარვას.
2. სამედიცინო ტრანსპორტირება:
ა) რეფერალური დახმარება კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობების რეფერალური შემთხვევების მართვის, ადგილზე კონსულტაციის, მდგომარეობის სტაბილიზაციის და პაციენტთა ტრანსპორტირების დაფინანსება ხორციელდება შემდეგნაირად:
ა.ა) დაუზუსტებელი სამედიცინო დახმარება რეანიმობილით (კონსულტაცია, სტაბილიზაცია, ტრანსპორტირება):
ა.ა.ა) 25 კმ-იანი ზონა – 79.0 ლარი;
ა.ა.ბ) 150 კმ-იანი ზონა – 373.0 ლარი;
ა.ა.გ) 250 კმ-იანი ზონა – 553.0 ლარი.
ა.ბ) დაუზუსტებელი სამედიცინო დახმარება (კონსულტაცია):
ა.ბ.ა) 25 კმ-იანი ზონა – 44.4 ლარი;
ა.ბ.ბ) 150 კმ-იანი ზონა – 266.4 ლარი;
ა.ბ.გ) 250 კმ-იანი ზონა – 444.0 ლარი.
ბ) ამ პროგრამის მე–3 მუხლის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ფინანსური ანგარიშსწორება ხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მიხედვით