პროგრამის ფარგლებში იფარება შემდეგი სახის მომსახურებები, გარდა ანტირეტროვირუსული მედიკამენტებისა, რომლის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები:
ა) აივ ინფექცია/შიდსზე მაღალი რისკის ჯგუფის პირთა ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება, რომელიც გულისხმობს:
ა.ა) მაღალი რისკის ჯგუფის პირთა კონსულტირებას აივ ინფექცია/შიდსზე;
ა.ბ) მაღალი რისკის ჯგუფის პირთა გამოკვლევას აივ ინფექცია/შიდსზე სკრინინგული მეთოდებით;
ა.გ) აივ ინფექცია/შიდსზე საეჭვო შემთხვევების გამოკვლევას კონფირმაციული მეთოდებით.
ბ) აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფას ამბულატორიული მომსახურებით, რომელიც გულისხმობს:
ბ.ა) პირველ და განმეორებით ვიზიტს;
ბ.ბ) ოპორტუნისტული ინფექციების მკურნალობას, შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფას;
ბ.გ) ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკას;
ბ.დ) ექიმის ვიზიტს პაციენტთან.
გ) აივ-ინფექცია/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფას სტაციონარული მკურნალობით, რომელიც გულისხმობს:
გ.ა) შიდს-ინდიკატორული დაავადებების ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას;
გ.ბ) აივ-ინფექცია/შიდსის თანმხლები დაავადებების ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას
2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.12.2011
მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
თავი II — სამედიცინო ვაუჩერის პირობები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
- მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
- მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები
- მუხლი 7. მომსახურების მიმწოდებელი
- მუხლი 8. პროგრამის განმახორციელებელი
- მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები
- მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
- მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები
- მუხლი 7. მომსახურების მიმწოდებელი
- მუხლი 8. პროგრამის განმახორციელებელი
- მუხლი 1. პროგრამის მიზანი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №77, 15.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016235 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1208699/muxli-3-6/