1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად (პროგრამა არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან).
2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით დანართი 3.1–ის შესაბამისად.
3. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით.
4. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ერთეული სტაციონარული შემთხვევის მაქსიმალური ღირებულებისა. ერთეული სტაციონარული შემთხვევის მაქსიმალურ ღირებულებად განისაზღვროს სტაციონარში გატარებული საწოლდღეების რაოდენობა გამრავლებული ერთი საწოლდღის ღირებულებაზე (დანართი 3.2.-ის შესაბამისად)