პროგრამის მიზნებია:
ა) ტუბერკულოზის ავადობის, სიკვდილიანობის და საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების შემცირება, ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ რეზისტენტობის განვითარების პრევენცია;
ბ) ფთიზიატრიულ დახმარებაზე პროგრამის მოსარგებლეებისათვის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
მუხლი2. პროგრამის მოსარგებლეები
1. პროგრამის მოსარგებლეები არიან:
ა) საქართველოს მოქალაქეები;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელები („უცხოელი“ განიმარტება „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მნიშვნელობით), ასევე საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები, რომელთაც გამოუვლინდათ ტუბერკულოზი.
გ) „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში’’ მყოფი პირები საიდენტიფიკაციო ოფიციალური დოკუმენტის ქონის მიუხედავად.
2. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით