პროგრამის ფარგლებში იფარება ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებები, გარდა ანტიტუბერკულოზური მედიკამენტებისა, რომლის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები:
ა) ამბულატორიული მომსახურება:
ა.ა) სპეციალიზებულ ქსელში (ტუბერკულოზური პროფილის მქონე სამედიცინო დაწესებულება) თვითდინებით მისული, ან პირველადი ჯანდაცვის ქსელიდან მომართული ტუბერკულოზის ყველა საეჭვო შემთხვევის გამოკვლევა, რომელიც მოიცავს შემდეგ მომსახურებებს: ფთიზიატრის კონსულტაციას, კლინიკო-დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს (ნახველის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა (3–ჯერადი ბაქტერიოსკოპია, კულტურალური გამოკვლევა, წამლებისადმი მდგრადობის განსაზღვრა ჩვენების მიხედვით), რენტგენოლოგიური გამოკვლევა, სისხლის საერთო ანალიზი), ხოლო რთული სადიაგნოსტიკო შემთხვევების დიაგნოსტირებისთვის შეიძლება პაციენტი მიმართულ იქნეს სტაციონარში;
ა.ბ) ტუბერკულოზის დიაგნოზის დადასტურების ან გამორიცხვის შემთხვევაში სპეციალიზებული ქსელიდან ინფორმაციის მიწოდება მიმართულების მომცემ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას.
ა.გ) ამბულატორიული მკურნალობისას ტუბერკულოზით დაავადებულთა მომსახურება, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ მომსახურებებს:
ა.გ.ა) უშუალო ზედამხედველობის ქვეშ მკურნალობის განხორციელება (DOT) სპეციფიკური ანტიტუბერკულოზური მედიკამენტებით (ინტენსიური და გაგრძელებითი ფაზა). ინტენსიური და გაგრძელებითი მკურნალობა სპეციფიკური ანტიტუბერკულოზური მედიკამენტებით უტარდება შემდეგ მოსარგებლეებს:
ა.გ.ა.ა) ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს, რომელთაც გამოუვლინდათ ტუბერკულოზის მჟავაგამძლე ბაქტერიაზე დადებითი ფორმა (შემდგომში, მგბ(+)) რომელთაც უარი განაცხადეს სტაციონარულ მკურნალობაზე;
ა.გ.ა.ბ) ფილტვის და ფილვტგარეშე ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს, რომელთაც გამოუვლინდათ ტუბერკულოზის მჟავაგამძლე ბაქტერიაზე უარყოფითი ფორმა (შემდგომში,მგბ(-)– ;
ა.გ.ა.გ) პაციენტებს, რომელთაც მკურნალობის ინტენსიური ფაზა გაიარეს სტაციონარში;
ა.გ.ა.დ) რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულებს (სიმპტომური მკურნალობა).
ა.გ.ბ) ფილტვის აქტიური ბაქტერია გამოყოფით მიმდინარე მგბ(+) ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი პირების მოძიება და მათი გამოკვლევა.
ბ) რეფერენს კონტროლი, რომელიც შედგება სამი ქვეკომპონენტისგან:
ბ.ა) რეფერენს ლაბორატორია, რომელიც მოიცავს ეროვნულ რეფერენს ლაბორატორიის მიერ სტაციონარსა და ამბულატორიაში ბაქტერიოლოგიური დიაგნოსტიკის, ხარისხის კონტროლისა და რეზისტენტული ტუბერკულოზის ლაბორატორიული მართვის უზრუნველყოფას როგორც სამოქალაქო სექტორში, ისე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში;
ბ.ბ) ზედამხედველობა (სუპერვიზია), რომელიც ხორციელდება ცენტრალურ (წელიწადში 2-ჯერ) და რეგიონალურ (წელიწადში 4-ჯერ) დონეებზე, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების ჩათვლით;
ბ.გ) რეზისტენტული ტუბერკულოზის მართვის სრულყოფის ღონისძიებები, რაც მოიცავს:
ბ.გ.ა) ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღებისთვის პაციენტების DOT წერტილებამდე გადაადგილების უზრუნველყოფას (კვირაში 6 დღე);
ბ.გ.ბ) პირველადი ჯანდაცვის და DOT მედდების მიერ მე-6 დღეს (არასამუშაო დღე) განხორციელებული DOT-ის ანაზღაურებას;
ბ.გ.გ) ტუბერთეულებთან არსებული ნახველის შემგროვებელი პუნქტებიდან ბაქტერიოსკოპულ ლაბორატორიაში მასალის ტრანსპორტირებას;
ბ.გ.დ) პაციენტთა მკურნალობაში ჩართვას და მართვის უზრუნველყოფას მკურნალობის დასრულებამდე.
გ) სტაციონარული მომსახურება, მათ შორის რეზისტენტული ფორმების მკურნალობა, რომელიც მოიცავს:
გ.ა) დიაგნოსტიკურ მომსახურებას - ითვალისწინებს რთულ დიაგნოსტიკურ შემთხვევებს, რომლის დროსაც აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და დამატებით ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები;
გ.ბ) ტუბერკულოზით დაავადებულთა სპეციფიურ თერაპიულ სტაციონარულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს:
გ.ბ.ა) პირველი რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებისადმი მგრძნობიარე ტუბერკულოზის მკურნალობას;
გ.ბ.ბ) პირველი რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობას;
გ.ბ.გ) რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულთა სიმპტომურ მკურნალობას;.
გ.ბ.დ) ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებით უზრუნველყოფას (მათ შორის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში).
გ.გ) ტუბერკულოზით დაავადებულთა სპეციფიურ ქირურგიულ სტაციონარულ მომსახურებას
2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.12.2011
მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
თავი II — სამედიცინო ვაუჩერის პირობები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. მომსახურების მიმწოდებელი
- მუხლი 8. პროგრამის განმახორციელებელი
- მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები
- მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
- მუხლი 8. პროგრამის განმახორციელებელი
- მუხლი 1. პროგრამის მიზნები
- მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
- მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები
- მუხლი 7. მომსახურების მიმწოდებელი
- მუხლი 8. პროგრამის განმახორციელებელი
- მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №77, 15.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016235 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1208699/muxli-3-5/