1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ნოზოლოგიური ჯგუფისათვის განსაზღვრული ღირებულებისა (დანართი 2.1).
2. პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურება ანაზღაურდება თანაგადახდის პრინციპის გამოყენებით შემდეგი წესით:
ა) 18 წლამდე ასაკის პირებისათვის თანაგადახდის წილი შეადგენს ფაქტობრივი ხარჯის 20%-ს (80% იფარება პროგრამის ხარჯებით);
ბ) 18-დან 60 წლამდე ასაკის პირებისათვის თანაგადახდის წილი შეადგენს ფაქტობრივი ხარჯის 50%-ს (50% იფარება პროგრამის ხარჯებით);
გ) 60 წლის და უფროსი ასაკის პირებისათვის თანაგადახდის წილი შეადგენს ფაქტობრივი ხარჯის 30%-ს (70% იფარება პროგრამის ხარჯებით);
3. ”სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეების მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება სრულად.
4. 3 წლამდე ასაკის ბავშვთა კრიტიკული მდგომარეობების მომსახურება ანაზღაურდება სრულად, თანაგადახდის გარეშე.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი მკურნალობის დასრულებამდე სხვადასხვა მიზეზით (სამედიცინო ჩვენებით ან პაციენტის ოფიციალური წარმომადგენლის მოთხოვნით) გადაჰყავთ პროგრამაში მონაწილე სხვა სამკურნალო დაწესებულებაში, პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა უნდა გაიყოს და გადანაწილდეს თითოეულ სამედიცინო დაწესებულებაში გატარებული დღეების შესაბამისად. ამავე პრინციპით დაფინანსდება ის შემთხვევები, როდესაც კრიტიკული მდგომარეობის მკურნალობა სრულდება პროგრამით გათვალისწინებულ ვადაზე (5 დღე ან 12 დღე) ადრე (მაგ:. პაციენტის სიკვდილი ან მდგომარეობის გაუმჯობესება).
6. დაუშვებელია პროგრამის მოსარგებლის მკურნალობის ერთსა და იმავე ეპიზოდზე ერთი და იგივე ნოზოლოგიური კოდის სხვადასხვა კლინიკაში გამოყენება, გარდა კრიტიკული მდგომარეობების
2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.12.2011
მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
თავი II — სამედიცინო ვაუჩერის პირობები
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 20%
- განაკვეთი 80%
- განაკვეთი 50%
- განაკვეთი 30%
- განაკვეთი 70%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
- მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
- მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები
- მუხლი 7. მომსახურების მიმწოდებელი
- მუხლი 8. პროგრამის განმახორციელებელი
- მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები
- მუხლი 8. პროგრამის განმახორციელებელი
- მუხლი 1. პროგრამის მიზნები
- მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
- მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
- მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 4, №77, 15.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016235 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1208699/muxli-4-3/