ა) ამბულატორიული მომსახურება:
ა.ა) ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურება მოიცავს:
ა.ა.ა) ოჯახის ექიმის/უბნის ექიმის მიმართვით გადაგზავნილი პაციენტების მომსახურებას: (1) პირველადი ვიზიტი ფსიქიატრიულ დისპანსერში; ხოლო (2) იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება პაციენტის მისვლა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ფსიქიატრის ან ფსიქიატრიის დარგის სხვა მუშაკთა (საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“) ვიზიტი პაციენტთან ბინაზე; (3) დანართი – 1.1-ით გათვალისწინებული ნოზოლოგიების დადასტურებისა და პაციენტის სურვილის შემთხვევაში, პაციენტის ამბულატორიულ მეთვალყურეობაზე აყვანა;
ა.ა.ბ) აღრიცხვაზე აყვანილი და ფსიქიატრიული სტაციონარული დაწესებულების მიმართვით გაგზავნილი პაციენტების მომსახურება დანართი – 1.1-ით განსაზღვრული ნოზოლოგიების გათვალისწინებით: (1) ვიზიტები ექიმ-ფსიქიატრთან, ან საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრიის დარგის სხვა მუშაკებთან (საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“); (2) ექიმ-ფსიქიატრის დანიშნულების მიხედვით მედიკამენტებით უზრუნველყოფა; (3) საჭიროების შემთხვევაში ფსიქიატრიის დარგის მუშაკთა ვიზიტები ბინაზე; (4) საჭიროების შემთხვევაში სხვა ექიმი-სპეციალისტების კონსულტაცია (თერაპევტი და ნევროლოგი);
ა.ბ) ფსიქო–სოციალური რეაბილიტაცია, სტანდარტების შესაბამისად (მინისტრის ბრძანება №112/ნ 02.04.2007“ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ”);
ა.გ) ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა ითვალისწინებს მომსახურებას დღის სტაციონარში ემოციური და ქცევითი აშლილობების მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ფსიქიკური მდგომარეობის და ქცევის ცვლილება, სოციალური ფუნქციონირების გაუარესება და დეზადაპტაცია, დანართი – 1.2-ით განსაზღვრული ნოზოლოგიების გათვალისწინებით;
ბ) სტაციონარული მომსახურება:
ბ.ა) მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება მოიცავს ფსიქოზური რეგისტრის აშლილობების მქონე პაციენტთა სტაციონარულ მომსახურებას 15 წლის ასაკიდან („ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ” მინისტრის 2007 წლის 20 მარტის №87/ნ ბრძანების საფუძველზე), კერძოდ:
ბ.ა.ა) მოკლევადიანი სტაციონარული მომსახურება, რომელიც გულისხმობს მწვავე ფსიქოზური სიმპტომებით მიმდინარე მდგომარეობების კუპირებას (დაყოვნება 2–დან 8 კვირამდე);
ბ.ა.ბ) გრძელვადიანი სტაციონარული მომსახურება, რომელიც გულისხმობს, საჭიროების შემთხვევაში, მოკლევადიანი სტაციონარული დახმარების შემდგომი მკურნალობის გაგრძელებას ან იმ პაციენტთა მკურნალობას, რომელთა სტაციონარგარეშე დახმარება ვერ ხერხდება ფსიქო-სოციალური ფუნქციონირების უხეში დარღვევების გამო;
ბ.ა.გ) იმ პაციენტების მკურნალობა, რომელთა მიმართაც არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ;
ბ.ა.დ) დამატებითი მომსახურება: იმ პაციენტების დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელთა მიმართაც არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ;
ბ.ა.ე) იმ პაციენტების კვებით და პირადი ჰიგიენის საგნებით უზრუნველყოფა, რომლებიც გადიან სტაციონარულ მომსახურებას;
ბ.ა.ვ) სარეაბილიტაციო მომსახურება გრძელვადიანი სტაციონარული მკურნალობის დროს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სტანდარტების შესაბამისად;
ბ.ბ) ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება, რომელიც მოიცავს 15 წლამდე ასაკის ფსიქოზური რეგისტრის აშლილობების მქონე პაციენტთა მომსახურებას;
ბ.ბ.ა) იმ პაციენტების კვებით და პირადი ჰიგიენის ნივთებით უზრუნველყოფას, რომლებიც გადიან სტაციონარულ მომსახურებას;
ბ.ბ.ბ) სარეაბილიტაციო მომსახურებას გრძელვადიანი სტაციონარული მკურნალობის დროს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სტანდარტების შესაბამისად;
ბ.გ) პაციენტთა ურგენტული სამედიცინო მომსახურება, რომელიც მოიცავს პროგრამაში მონაწილე ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში ყოფნის დროს პაციენტთა გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას მოსახლეობის ურგენტული დახმარების პროგრამით განსაზღვრული ნოზოლოგიური კოდებისა და დადგენილი ანაზღაურების (ლიმიტების) ფარგლებში, ასევე გადაუდებელ ქირურგიულ და თერაპიულ სტომატოლოგიურ მომსახურებას.
ბ.დ) ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება დანართი – 1.3-ის შესაბამისად;
გ) ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენცია მოზრდილთათვის (18 წლიდან და ზემოთ), რომელიც ითვალისწინებს ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების მქონე პირების მომსახურებას დანართი – 1.4–ის შესაბამისად ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში:
გ.ა) ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენცია (კრიზისული დღის საწოლები) გულისხმობს ინტენსიურ ამბულატორიულ დახმარებას კრიზისული მდგომარეობების დროს;
გ.ბ) გადაუდებელი ამბულატორიული კონსულტაციები დღის ცენტრში;
გ.გ) შინმოვლის კრიზისული მობილური ჯგუფის მიერ კრიზისული ინტერვენციის განხორციელებას პაციენტის საცხოვრებელ ადგილზე და, საჭიროების შემთხვევაში, მის გადაყვანას კრიზისულ ცენტრში, ან სხვა შესაფერის ფსიქო-სოციალურ/ფსიქიატრიულ მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში
2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.12.2011
მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
თავი II — სამედიცინო ვაუჩერის პირობები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. სამედიცინო ვაუჩერით მომსახურების მიმწოდებლები და სამედიცინო ვაუჩერით მოსარგებლეები
- მუხლი 6. ვაუჩერული პროგრამის მიმწოდებლის უფლებები და მოვალეობები
- მუხლი 7. ვაუჩერული პროგრამის განმახორციელებლის უფლებები და მოვალეობები
- მუხლი 8. საჯარიმო სანქციები ვაუჩერულ პროგრამაში
- მუხლი 9. ვაუჩერული პროგრამის მიმწოდებლის სტატუსის გაუქმება
- მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები
- მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
- მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები
- მუხლი 7. მომსახურების მიმწოდებელი
- მუხლი 8. პროგრამის განმახორციელებელი
- მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №77, 15.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016235 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1208699/muxli-3-3/