1. იმ პროგრამის (კომპონენტის/ქვეკომპონენტის) ფარგლებში, რომელშიც გათვალისწინებულია საქონლის/მომსახურების დაფინანსება სამედიცინო ვაუჩერის საშუალებით (შემდგომში – ვაუჩერული პროგრამა), საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი (შემდგომში – მიმწოდებელი) შეიძლება იყოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, თუ შესაბამისი პროგრამით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
2. ეს დადგენილება, აგრეთვე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტები (მათ შორის, ადმინისტრირების წესი) და მიმწოდებლის წერილობითი დასტური შესაბამის პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და, შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან (მათ შორის, ვაუჩერის ღირებულების ანაზღაურების კუთხით).
3. სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლეა ფიზიკური პირი (შემდგომში – ვაუჩერის მოსარგებლე).
4. ვაუჩერის მოსარგებლეს უფლება აქვს შესაბამისი სამედიცინო ვაუჩერით გათვალისწინებული საქონელი/მომსახურება მიიღოს პროგრამის ნებისმიერი მიმწოდებლისგან.
5. სამედიცინო ვაუჩერის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების/საქონლის ხარჯების დაფინანსებას ახდენს პროგრამის განმახორციელებელი ვაუჩერული პროგრამის მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად.
6. ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა დამატებითი საკითხები შესაძლებელია დარეგულირდეს მინისტრის ბრძანებით
2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.12.2011
მუხლი 5. სამედიცინო ვაუჩერით მომსახურების მიმწოდებლები და სამედიცინო ვაუჩერით მოსარგებლეები
თავი II — სამედიცინო ვაუჩერის პირობები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ამ დადგენილებით დამტკიცებულ ღონისძიებათა ფარგლებში ვაუჩერის პირობებით ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე, ჯან
- მუხლი 1. სახელმწიფო პროგრამების მიზანი
- მუხლი 2. პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები
- მუხლი 3. პროგრამების დაფინანსება, ანგარიშსწორება და კონტროლი
- მუხლი 4. სამედიცინო ვაუჩერი
- მუხლი 6. ვაუჩერული პროგრამის მიმწოდებლის უფლებები და მოვალეობები
- მუხლი 7. ვაუჩერული პროგრამის განმახორციელებლის უფლებები და მოვალეობები
- მუხლი 8. საჯარიმო სანქციები ვაუჩერულ პროგრამაში
- მუხლი 9. ვაუჩერული პროგრამის მიმწოდებლის სტატუსის გაუქმება
- მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები
- მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №77, 15.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016235 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1208699/muxli-5/