1. პროგრამებით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების დაფინანსება ხორციელდება სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, თუ ცალკეული პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. პროგრამების ადმინისტრირება (მართვა, ზედამხედველობა, ინსპექტირება და კონტროლი) ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ დამტკიცებული წესისა და პირობების შესაბამისად.
თავი II. სამედიცინო ვაუჩერის პირობებ