1. პროგრამის ამბულატორიული და სტაციონარული კომპონენტის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები.
2. მე–3 მუხლის „ბ.ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეკომპონენტის ფარგლებში არანებაყოფლობითი სტაციონარული მომსახურების მოსარგებლეები არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში’’ მყოფი სხვა პირები იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ოფიციალური დოკუმენტის ქონის მიუხედავად.
3. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით