1. ვაუჩერული პროგრამის მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ვაუჩერის მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის მიწოდება, ყოველგვარი ბარიერებისა და დისკრიმინაციის გარეშე. ამასთან, დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ ვაუჩერის მოსარგებლისათვის რაიმე მიზეზით პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის გაწევაზე უარის თქმა;
ბ) უზრუნველყოს პროგრამის განმახორციელებლისათვის ანგარიშისა და სხვა საჭირო ინფორმაციის მიწოდება დადგენილი წესის შესაბამისად;
გ) უზრუნველყოს ვაუჩერის მოსარგებლის მომსახურება ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
დ) არ მოსთხოვოს პროგრამის განმახორციელებელს და ვაუჩერის მოსარგებლეს მომსახურების ღირებულების გარდა სხვა გადასახადი ან დამატებითი თანხის გადახდა, ხოლო პროგრამის ფარგლებში მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის შემთხვევაში – თანაგადახდით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი;
ე) უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი არასწორად მიღებული დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება, აგრეთვე აღმოჩენილი დარღვევების საფუძველზე დადგენილი საჯარიმო სანქციების შესრულება აღიარებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა;
ვ) საჯარიმო სანქცი(ებ)ის დაკისრების მიუხედავად, გაუწიოს ვაუჩერის მოსარგებლეს მომსახურება ან მიაწოდოს საქონელი სრულფასოვნად და ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობებით.
2. მიმწოდებელი უფლებამოსილია პროგრამის განმახორციელებლისგან მოითხოვოს გაწეული მომსახურების ან მიწოდებული საქონლის დროული ანაზღაურება დადგენილი წესის შესაბამისად
2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.12.2011
მუხლი 6. ვაუჩერული პროგრამის მიმწოდებლის უფლებები და მოვალეობები
თავი II — სამედიცინო ვაუჩერის პირობები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ამ დადგენილებით დამტკიცებულ ღონისძიებათა ფარგლებში ვაუჩერის პირობებით ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე, ჯან
- მუხლი 1. სახელმწიფო პროგრამების მიზანი
- მუხლი 2. პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები
- მუხლი 3. პროგრამების დაფინანსება, ანგარიშსწორება და კონტროლი
- მუხლი 4. სამედიცინო ვაუჩერი
- მუხლი 5. სამედიცინო ვაუჩერით მომსახურების მიმწოდებლები და სამედიცინო ვაუჩერით მოსარგებლეები
- მუხლი 7. ვაუჩერული პროგრამის განმახორციელებლის უფლებები და მოვალეობები
- მუხლი 8. საჯარიმო სანქციები ვაუჩერულ პროგრამაში
- მუხლი 9. ვაუჩერული პროგრამის მიმწოდებლის სტატუსის გაუქმება
- მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები
- მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6, №77, 15.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016235 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1208699/muxli-6/