1. ვაუჩერული პროგრამის განმახორციელებელი ვალდებულია აუნაზღაუროს ვაუჩერული პროგრამის მიმწოდებელს გაწეული მომსახურება/მიწოდებული საქონელი დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.
2. ვაუჩერული პროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია:
ა) მიმწოდებლისგან მოითხოვოს პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, მათ შორის, მოსარგებლის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პირადი, სამედიცინო და ფინანსური ინფორმაცია;
ბ) მოსთხოვოს მიმწოდებელს კონტროლის (ინსპექტირების) საფუძველზე გამოვლენილი არასწორად მიღებული დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება და დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდა;
გ) აღმოჩენილი დარღვევების საფუძველზე დააკისროს მიმწოდებელს საჯარიმო სანქციები დადგენილი წესის შესაბამისად