1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება სრულად, გარდა მე–3 მუხლის “ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა.
2. მე-3 მუხლის „ა“ პუნქტით განსაზღვრული მომსახურებების (გარდა ამავე მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა) დაფინანსება განხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით გასული წლის საბიუჯეტო ასიგნებების პროპორციის ანალოგიით დანართი – 1.5-ის შესაბამისად.
3. მე-3 მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. მე-3 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტის დაფინანსება განხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით გასული წლის საბიუჯეტო ასიგნებების პროპორციის ანალოგიით დანართი – 1.6-ის შესაბამისად.
5. მე-3 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
6. მე-3 მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) მომსახურებას უზრუნველყოფს „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მომწოდებლები;
ბ) ანაზღაურება მოხდება სრულად (თანაგადახდის გარეშე) შესრულებული სამუშაოს მიხედვით ფაქტობრივი ხარჯის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს თითოეული მომწოდებლისათვის განსაზღვრული ლიმიტისა;
გ) თითოეული მომწოდებლის ლიმიტი გამოითვლება „ბ.გ“ ქვეკომპონენტის ბიუჯეტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტების ფარგლებში არსებული დაფინანსების პროპორციული გადანაწილებით;
7. მე–3 მუხლის „ბ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული (ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურების ქვეკომპონენტი) მომსახურება სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის 70%-ით დანართ–1.3–ში მოცემული შემთხვევების ლიმიტების ფარგლებში.
8. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესყიდვა მოხდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად