1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თითოეული ჯგუფისათვის დანართი–14.1-ით განსაზღვრული ღირებულებისა.
2. პროგრამა ფარავს მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა’’ და „ბ’’ ქვეპუნქტებისათვის დანართი–14.1-ში მოცემული ნოზოლოგიური ჯგუფების მკურნალობის ფაქტობრივი ხარჯების 70%-ს, ხოლო მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 30%-ს.
3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ’’ და „დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად პროგრამის ხარჯებით და არ ითვალისწინებს თანაგადახდას ბენეფიციარის მხრიდან.
4. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობის” დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით