1. მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლები განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების თანახმად:
ა) ფლობდეს შესაბამის ლიცენზიას;
ბ) წელიწადში უნდა ატარებდნენ მინიმუმ 1500 დონაციას;
გ) დონაციათა 100% B და C ჰეპატიტებსა და აივ–ზე უნდა ტესტირდებოდეს EIA მეთოდით. სწრაფი მარტივი ტესტების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ (გამონაკლის) არგუმენტირებულ ურგენტულ შემთხვევებში;
დ) ათაშანგზე ტესტირება დონაციათა 100 %-ში უნდა ხდებოდეს ჰემაგლუტინაციის მეთოდით (TPHA) ან სწრაფი მარტივი ტესტების (RPR) მეთოდით.
ე) ყველა მიმწოდებელმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ საანგარიშო წლის ბოლოსათვის მიაღწევს უანგარო დონაციათა 5%–იან მაჩვენებელს.
2. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი არის სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრი, რომელიც ახორციელებს 1000 სისხლის ნიმუშის ტესტირებას ტრანსფუზიით გადამდებ ინფექციებზე ხარისხის გარე კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით.
დანართი 13.1
კოდი
სადიაგნოსტიკო ტესტ–სისტემები
რაოდენობა
ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა იმუნოფერმენტული მეთოდით
HIVEIA
აივ ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში /შრატში იმუნოფერმენტული ანალიზის მეთოდით
1
HCVEIA
HCV საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში/შრატში იმუნოფერმენტული ანალიზის მეთოდით
1
HBsAgEIA
HBsAg განსაზღვრა სისხლში/შრატში იმუნოფერმენტული ანალიზის მეთოდით
1
ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა ჰემაგლუტინაციის მეთოდით
TPHA
სისხლის გამოკვლევა სპიროქეტაზე ჰემაგლუტინაციის მეთოდით
1

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა სწრაფი მარტივი/მეთოდით
HIVRapid
აივ ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში/შრატში სწრაფი/მარტივი მეთოდით
1
HBsAgRapid
HBsAg განსაზღვრა სისხლში/შრატში სწრაფი/მარტივი მეთოდით
1
HCVRapid
HCV საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში/შრატში სწრაფი/მარტივი მეთოდით
1
RPR
სისხლში მკრთალი სპიროქეტას საწინააღმდეგო არასპეციფიკური ანტისხეულების განსაზღვრა მიკროპრეციპიტაციის მეთოდით
1

მომსახურება
2011
ერთეულის ღირებულება
წლიური რაოდენობა
სულ თანხა
დონორთა სისხლის სკრინინგული გამოკვლევა

დონაციის ღირებულება
23
35000*
805,000
ადმინისტრირება, ხარისხის კონტროლი

აივ ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში /შრატში იმუნოფერმენტული ანალიზის მეთოდით
13.5
1000
13,500
HCV საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში/შრატში იმუნოფერმენტული ანალიზის მეთოდით
13.0
1000
13,000
HBsAg განსაზღვრა სისხლში/შრატში იმუნოფერმენტული ანალიზის მეთოდით
13.0
1000
13,000
ქვეჯამი

39,500
ჯამი

844,500
*მინიმალური წლიური დონაციების რაოდენობა

დანართი №14
ონკოლოგიურ დაავადებათა მართვა
ორგანიზაციული კოდი - 35 12 02 1