1. ჰემოდიალიზის ერთი სეანსის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით დადგენილი კონკურსის საფუძველზე, მაგრამ არა უმეტეს 40 ლარისა; პროგრამის ფარგლებში თვეში დაფინანსდება არაუმეტეს 13 სეანსისა. ამასთან, კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური რეკომენდაციის (გაიდლაინის) შესაბამისად, თუ საჭირო გახდა დამატებითი სეანს(ებ)ი, მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურება განახორციელოს უსასყიდლოდ.
2. პერიტონეული დიალიზის მომსახურების ანაზღაურება მოხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით ფაქტობრივი ხარჯის შესაბამისად.
3. თირკმლის ტრანსპლანტაციის ერთი ოპერაციის ღირებულების ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 19 995.6 ლარისა