1. პროგრამით გათვალისწინებული ჰემოდიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.
2. პერიტონეული დიალიზის მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან, მიმწოდებელი წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოფდეს არანაკლებ 103 პაციენტის მომსახურებას.
3. ჰემოდიალიზისათვის საჭირო სადიალიზე მასალისა და მედიკამენტების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან, პერიტონეული დიალიზის მომსახურების და მისთვის საჭირო სადიალიზე მასალის, კათეტერის და მედიკამენტების შესყიდვა ხორციელდება განცალკევებულად „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით შესყიდული სადიალიზე მასალა და მედიკამენტები გადაეცემა პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელს
2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.12.2011
მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები
თავი II — სამედიცინო ვაუჩერის პირობები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. მომსახურების მიმწოდებელი
- მუხლი 8. პროგრამის განმახორციელებელი
- მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანა
- მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები
- მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
- მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
- მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
- მუხლი 7. მომსახურების მიმწოდებელი
- მუხლი 8. პროგრამის განმახორციელებელი
- მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები
- მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №77, 15.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016235 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1208699/muxli-5-16/