1. პროგრამის მოსარგებლედ განისაზღვრება:
ა) გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ესაჭიროებათ კარდიოქირურგიული მკურნალობა;
ბ) გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიებით დაავადებული 60 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ესაჭიროებათ კარდიოქირურგიული მკურნალობა;
გ) 60 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ესაჭიროებათ კორონარული ანგიოპლასტიკა.
2. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ვერ ისარგებლებენ „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის N218 დადგენილებით და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული სრულწლოვანი პირები.
3. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით
2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.12.2011
მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები
თავი II — სამედიცინო ვაუჩერის პირობები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
- მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
- მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები
- მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
- მუხლი 7. მომსახურების მიმწოდებელი
- მუხლი 8. პროგრამის განმახორციელებელი
- მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
- მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
- მუხლი 9. დამატებითი პირობები
- მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები
- მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 2, №77, 15.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016235 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1208699/muxli-2-17/