1. მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ოპერაციული ჩარევებისათვის განსაზღვრული ღირებულებისა დანართი–16.1–ის შესაბამისად.
2. კარდიოქირურგიული მკურნალობა ფინანსდება ნოზოლოგიური ჯგუფის ფაქტობრივი ღირებულების 70%-ით პროგრამის ხარჯებით, ხოლო პაციენტის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 30%-ს, გარდა გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პაციენტების კარდიოქირურგიული მკურნალობისა.
3. გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პაციენტების კარდიოქირურგიული მკურნალობა ანაზღაურდება სრულად თანაგადახდის გარეშე.
4. კორონარული ანგიოპლასტიკით მკურნალობა ფინანსდება ფაქტობრივი ღირებულების 50%-ით.
5. გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიების კარდიოქირურგიული მკურნალობის და კორონარული ანგიოპლასტიკის კომპონენტების ფარგლებში პრიორიტეტულად ფინანსდება გადაუდებელი შემთხვევები. გეგმიური ჩარევებისთვის წესდება მომლოდინეთა სია