1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ნოზოლოგიური ჯგუფისათვის დანართი–23.1-ით განსაზღვრული ღირებულებისა.
2. პროგრამა ფარავს დანართი–23.1-ში მოცემული ნოზოლოგიების გადაუდებელი ჰოსპიტალური მკურნალობის ფაქტობრივი ხარჯების 75%-ს, ხოლო მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 25%-ს.
3. თანაგადახდას არ ექვემდებარება მაღალმთიან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სამედიცინო დაწესებულებებში განხორციელებული მომსახურება.
4. კრიტიკული მდგომარეობების დროს პირველი 6 დღის მკურნალობის საფასური პროგრამის ფარგლებში ანაზღაურდება სრულად ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს:
ა) თბილისსა და ქუთაისში – 2177 ლარისა;
ბ) ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდსა და გორში – 1893.5 ლარისა;
გ) სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში – 1760.5 ლარი.
5. კრიტიკული მდგომარეობისას პირველი 6 დღის განმავლობაში გაწეული ხარჯები პაციენტის მხრიდან თანაგადახდას არ ექვემდებარება.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი მკურნალობის პირველი 6 დღის დასრულებამდე სხვადასხვა მიზეზით (სამედიცინო ჩვენებით ან პაციენტის ოფიციალური წარმომადგენლის მოთხოვნით) გადაჰყავთ პროგრამაში მონაწილე სხვა სამკურნალო დაწესებულებაში, სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა უნდა გაიყოს და გადანაწილდეს თითოეულ სამედიცინო დაწესებულებაში გატარებული დღეების შესაბამისად. ამავე პრინციპით დაფინანსდება ის შემთხვევები, როდესაც კრიტიკული მდგომარეობის მკურნალობა სრულდება 6 დღეზე ადრე.
7. ორი და მეტი ნოზოლოგიური კოდის არსებობის შემთხვევაში, თითოეული დამატებითი კოდის ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივი ხარჯით, მაგრამ არაუმეტეს ნოზოლოგიური კოდის ღირებულების 50%-ისა.
8. არასწორად ჩატარებული მკურნალობის შედეგად წარმოშობილი გართულებული შემთხვევა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება, ამასთან ასეთი შემთხვევა პაციენტისთვის უფასოა და ხარჯები სამედიცინო დაწესებულების მიერ უნდა იქნეს დაფარული