1. პროგრამით გათვალისწინებული სტაციონარული დახმარებისას მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ნოზოლოგიური ჯგუფისათვის დანართი–22.1-ით განსაზღვრული ღირებულებისა.
2. პროგრამა ფარავს დანართ–22.1-ში მოცემული ნოზოლოგიების გადაუდებელი ჰოსპიტალური მკურნალობის ფაქტობრივი ხარჯების 80%-ს (გარდა ნეონატოლოგიისა და კრიტიკული მდგომარეობებისა, ასევე მაღალმთიან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში განხორციელებული მომსახურებისა), ხოლო მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 20%-ს.
3. კრიტიკული მდგომარეობები და ნეონატოლოგიური, ასევე მაღალმთიან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში განხორციელებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად, პროგრამის ხარჯებით თანაგადახდის გარეშე.
4. ორი და მეტი კოდის არსებობის შემთხვევაში თითოეული დამატებითი კოდის ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივი ხარჯით, მაგრამ არაუმეტეს ნოზოლოგიური კოდის ღირებულების 50%-ისა.
5. გადაუდებელი დახმარების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსება ხორციელდება გასაშუალოებული ფასის მიხედვით - ერთი შემთხვევის საშუალო ფასი შეადგენს 40 ლარს