1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება სამედიცინო მომსახურების თითოეული ეპიზოდის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის N331 დადგენილების შესაბამისად.
2. პროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია 2010 წელს „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის – სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სხვა განსაზღვრული შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტის ფარგლებში” მიღებულ გადაწყვეტილებებზე საკასო ხარჯი გასწიოს „2011 წლის რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის” ბიუჯეტიდან.
3. ამ პროგრამის მე–3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფინანსური ანგარიშსწორება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის მეთოდით.
4. ამ პროგრამის მე–3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ხორციელდება სადაზღვევო ვაუჩერის საშუალებით “საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, დაზღვეულსა და მზღვეველს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების თანახმად (სადაზღვევო ვაუჩერის პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანების შესაბამისად
2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.12.2011
მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
თავი II — სამედიცინო ვაუჩერის პირობები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანა
- მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები
- მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
- მუხლი 8. პროგრამის განმახორციელებელი
- მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები
- მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
- მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები
- მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
- მუხლი 7. მომსახურების მიმწოდებელი
- მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები
- მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 4, №77, 15.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016235 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1208699/muxli-4-22/