1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა, განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც პროგრამის მე–3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში მომსახურების გაწევა ხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ასეთ შემთხვევაში დაფინანსება განხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით.
3. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული სადაზღვევო ვაუჩერის მეშვეობით