ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.02.2011 ძალადაკარგული 31.03.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.103.016022
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 280211, 28/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №2 

2011 წლის 17 თებერვალი

დ. მესტია

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა  და მისი განაკვეთების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად:

1. შემოღებულ იქნეს მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 07.05. 2010 წლის №5 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

 მესტიის მუნიციპალიტეტის

  საკრებულოს თავმჯდომარე                 გ. გვარლიანი         

დანართი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს - 3-ჯერ.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.

    მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (გარდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები (დინერენცირებულია მიწის ხარისხის მიხედვით) დადგინდეს წელიწადში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:

ა). სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწებისათვის:

 

               საბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა)

                  მიწის ხარისხი

        კარგი

     მწირი

        56

      51

 

 

 

b). სათიბებისა და საძოვრების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

 

               საბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა)

                 

 

სათიბები

 

 

 საძოვრები

 

       გაკულტურებული

  

სათიბები

 

საძოვრები

   2,5

 

  1,5

  16

  10

 

    მუხლი 5

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

    მუხლი 6

 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების წლიური გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს 0,24 X 0,22 უდრის 0,053 ლარით.

    მუხლი 7

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.