`2011 წელს ადმინისტრაციული ხარჯების კონტროლის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№75
სარეგისტრაციო კოდი
190020020.10.003.016236
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 210211, 21/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოსმთავრობის

დადგენილება№75

2011წლის 15თებერვალი

ქ.თბილისი

„2011 წელს ადმინისტრაციული ხარჯების კონტროლის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „2011 წელს ადმინისტრაციული ხარჯების კონტროლის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის №423 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. საბიუჯეტო ორგანიზაციების სტრუქტურის ან/და ფუნქციების ცვლილებებთან, აგრეთვე ახალი საბიუჯეტო ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტის მომზადების დროს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა საქართველოს მთავრობას უნდა წარუდგინონ ინფორმაცია ამ დადგენილების №2 დანართის შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ ამ სამართლებრივი აქტის მიღება გამოიწვევს დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს.“.

2. დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული №2 დანართის შევსების ინსტრუქციის პუნქტი – „ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ“ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ

აღნიშნულ სტრიქონში ჩაიწერება, თუ რა წყაროებიდან ფინანსდება დამატებითი საბიუჯეტო ხარჯები (რა ღონისძიებების გატარების შედეგად წარმოიქმნა ეკონომია ან/და დაფინანსების სხვა წყაროები).“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი              ნ. გილაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „`2011 წელს ადმინისტრაციული ხარჯების კონტროლის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „`2011 წელს ადმინისტრაციული ხარჯების კონტროლის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.02.2011.
როდის იქნა მიღებული „`2011 წელს ადმინისტრაციული ხარჯების კონტროლის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„`2011 წელს ადმინისტრაციული ხარჯების კონტროლის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 15.02.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №75. სარეგისტრაციო კოდი — 190020020.10.003.016236.
რამდენი მუხლისგან შედგება „`2011 წელს ადმინისტრაციული ხარჯების კონტროლის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „`2011 წელს ადმინისტრაციული ხარჯების კონტროლის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „`2011 წელს ადმინისტრაციული ხარჯების კონტროლის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.02.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „`2011 წელს ადმინისტრაციული ხარჯების კონტროლის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №75, 15.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 190020020.10.003.016236 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1210168/