„ტექნიკური რეგლამენტი – საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №610 |
|
2016 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) „ნახევრადკრიტიკული“ საგნები შეხებაშია ლორწოვან გარსებთან ან დაზიანებულ კანთან, ზედაპირის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში. ასეთი საგნები თავისუფალი უნდა იყოს მიკროორგანიზმებისაგან და ამიტომ ექვემდებარება მაღალი დონის დეზინფექციას (პასტერიზაცია ან ქიმიური დეზინფექცია). ამასთან, „ნახევრადკრიტიკული“ საგნების კანისა და სუბმიკოზური შრის დაზიანებულ უბნებთან, სისხლსა და ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტის შემდგომ მათი დამუშავება უნდა მოხდეს ისევე, როგორც „კრიტიკული“ საგნებისა;“.
2. მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ფრჩხილების სერვისისთვის საჭირო აღჭურვილობა და ინსტრუმენტები (რეცირკულაციის სისტემების ჩათვლით) მომხმარებლებს შორის შუალედში ჯერ უნდა გასუფთავდეს და შემდეგ ჩაუტარდეს საშუალო ან მაღალი დონის დეზინფექცია; კანისა და სუბმიკოზური შრის დაზიანებულ უბნებთან, სისხლსა და ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტის შემდგომ ფრჩხილების სერვისისთვის საჭირო მრავალჯერადი მოხმარების ბასრი ინსტრუმენტები, მათ შორის, მაკრატელი, გამოყენების შემდგომ ექვემდებარება სტერილიზაციას;“.
|