„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №244 |
|
2022 წლის 16 მაისი ქ. თბილისი |
1. მე-5 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გარემოზე ზემოქმედების ნებართვების, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გაცემის, გადაცემის, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, შესაბამისი სამართლებრივი აქტის, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და სანებართვო მოწმობის ასლი) სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 7 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება დეპარტამენტს.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. ინფორმაცია ტყითსარგებლობის გეგმის, სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმისა და წყლის ობიექტისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის დამტკიცების თაობაზე სამინისტროს მიერ 7 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება დეპარტამენტს.“.
2. 22-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. დეპარტამენტის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებებით, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებებით, გარემოზე ზემოქმედების ნებართვებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამოვლენისას კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დეპარტამენტის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტო.“.
|