სააქციო საზოგადოება "იმედი"-საქციონერთა საყურადღებოდ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოება „იმედის“ აქციონერთა საყურადღებოდ
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის შესაბამისად სააქციო საზოგადოება „იმედის“ აქციონერი ნუგზარ ლიკლიკაძე, რომელიც არის ამ საზოგადოების აქციათა 95,42%-ის მესაკუთრე, აპირებს სამართლიან ფასად გამოისყიდოს სხვა აქციონერთა აქციები.
ასეთი გადაწყვეტილების მიღების უმთავრესი მიზეზია საზოგადოების მუშაობის მოქნილობისა და ეფექტიანად წარმართვის აუც ი ლებლობა, ორგანიზაციული და პრაქტიკული საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის შესაძლებლობის გაფართოება და საერთო კრებების მოწვევისა და ჩატარების პროცედურების გამარტივება.
აქციების გამოსყიდვა წარიმართება იმ პროცედურების დაცვით, რომლებიც გათვალისწინებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებში.
იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების აქციებზე მოთხოვნილება თითქმის ნულის ტოლია, გამოსყიდვის ფასი განისაზღვრება 0,30 ლარით.
სს „იმედის“ აქციონერი ნ. ლიკლიკაძე