ამის დასტურად, ზემოთ აღნიშნული სრულუფლებიანი წარმომადგენლები ხელს აწერენ წინამდებარე კონვენციას.
შესრულებულია ჟენევაში, ათას ცხრაას ოცდაცხრა წლის 20 აპრილს, ერთ ასლად, რომელიც ინახება ერთა ლიგის სამდივნოს არქივში და მისი დამოწმებული ასლები გადაეგზავნება ლიგის ყველა წევრ და მე-20 მუხლში ჩამოთვლილ არაწევრ სახელმწიფოებს.
ალბანეთი - დოქტორ სტარვო სტარვი
გერმანია - დოქტორ ერიჰ კრაცე, დოქტორ ვოლფგანგ მეტენბერგ ვოკე
ა.შ.შ. - ჰიუ რ. უილსონი
ავსტრია - დოქტორ ბრუნო შულცი
ბელგია - სერვეისი
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო და ბრიტანეთის იმპერიის ყველა სხვა ნაწილი, რომელიც არ არის ერთა ლიგის დამოუკიდებელი წევრი - ჯონ ფიშერ უილიამსი, ლესლი ს. ბრასი
ინდოეთი კონვენციის 24-ე მუხლის პირობის მიხედვით, ჩემი ხელმოწერა არ მოიცავს მისი უდიდებულესობის სიუზერენული ძალაუფლების ქვეშ მყოფ პრინცსა და მთავრის ტერიტორიებს - ვერნონ დოუსონი
ბულგარეთი - დ. მიკოფი
ჩინეთი - ლონ ლიანგი
კოლუმბია - ა. ჯ. რესტრეპო
კუბა - გ. დე ბლანკი, მ.რ. ალვარეზი
დანია - უილიამ ბორბერგი
დანზიგის თავისუფალი ქალაქი - ფ. სოკალი, ჯონ მიული
ესპანეთი - მორისიო ლოპეს რობერტსი, მარკიზ დე ლა ტერერმოზა
საფრანგეთი - შალენდარი
საბერძნეთი - ნეგალოს კალოიანი
უნგრეთი - პოლ დე ჰევესი
იტალია - უგო ალოიზი
იაპონია - რეიზაბურო ჰაიაში, შიგერუ ნაგაი
ლუქსემბურგი - შ. გ. ვერმერი
მონაკო - რ. ელესი
ნორვეგია - შ. ლ. ლანჟი, წინამდებარე კონვენციის ხელმოწერისას ხელის მომწერი პირი თავისი ქვეყნის ხელისუფლების სახელით აცხადებს, რომ:
ნორვეგიის სისხლის სამართლის კოდექსის 176 მუხლის მე-2 პარაგრაფისა და ნორვეგიის კანონის დამნაშავეთა ექსტრადაციის შესახებ მე-2 მუხლის დებულების მიხედვით, წინამდებარე კონვენციის მე-10 მუხლში განსაზღვრული ექსტრადაცია არ მიესადაგება მე-3 მუხლში მოხსენიებულ დანაშაულს, როდესაც ყალბი ფულის მიმოქცევაში გამშვები პირი თვითონვე გულწრფელად აღიარებს თავისივე დანაშაულს.
პანამა - ჯ. დ. აროსემენა
ნიდერლანდები - ა. ა. ვან დერ ფელიცი, პ. ჯ. გერკე, კ. ჰ. ბროეგჰოფო
პოლონეთი - ფ. სოკალი, ვლოდზიმერს სოკალსკი
პორტუგალია - ხოსე კაერო დამატა
რუმინეთი - ანტონიადე, ვასპასიან ვ. პელა, პასკალ ტონკესკო
სერბების, ხორვატების და სლოვენიელების სამეფო - დოქტორ თომას გივანოვიჩ
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკათა კავშირი - გ. ლაშკევიჩი, ნიკოლოზ ლიუბიმოვი
შვეიცარია - დელაკუა
ჩეხოსლოვაკია - იაროსლავ კალაბი
ოქმი
[1]
1. განმარტებანი
კონვენციის ხელმოწერისას, სრულუფლებიანი პირები აცხადებენ, რომ აღიარებენ კონვენციის დებულებების განმარტებებს.
დადგენილია, რომ:
1. ბანკნოტზე ბეჭდის ფალსიფიკაცია, სახელმწიფოში ბანკნოტის გამოყენების მიზნით, თვით ბანკნოტის ფალსიფიკაციად ჩაითვლება.
2. კონვენცია ზეგავლენას არ ახდენს მაღალი ხელშემკვრელი მხარეების უფლებაზე, რათა თავისუფლად არეგულირებდეს პრინციპებს, რომლებიც შეეხება შედარებით მსუბუქი სასჯელის გამოყენებას ან დაუსჯელობას, ასევე შეწყალებისა და შენდობის პრეროგატივასა და ამნისტიის უფლებას, ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. კონვენციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული წესი არანაირად არ ცვლის შიდა კანონმდებლობას, რომელიც შეეხება სასჯელის გამოტანას დანაშაულთა ერთობლიობაზე. იგი არ იცავს პირს, რომელიც როგორც ფალსიფიკატორი, ისევე ყალბი ფულის მიმოქცევაში გამშვები პირია, განისაჯოს მხოლოდ როგორც ფალსიფიკატორი.
4. მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს მოეთხოვებათ მოთხოვნის წერილის გაფორმება მხოლოდ ადგილობრივი კანონმდებლობის ფარგლებში.
2. დათქმები
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, რომლებიც დათქმას აკეთებენ, იღებენ ამ კონვენციას გარკვეული პირობით, რომელიც დათქმაში არის განსაზღვრული; მათ მონაწილეობას დათქმის ფარგლებში აღიარებს ყველა დანარჩენი მაღალი ხელშემკვრელი მხარე.
1. ინდოეთის მთავრობა აკეთებს დათქმას იმის თაობაზე, რომ მე-9 მუხლი არ ვრცელდება ინდოეთზე, რადგანაც მართვის უფლებამოსილების სფერო არ არის საკმარისად ფართო ამ მუხლში განსაზღვრული დებულების მისაღებად.
2. მოლაპარაკებების პროცესშია საკონსულო იურისდიქციის გაუქმება, რომელიც ჯერ კიდევ ვრცელდება ზოგიერთი ხელისუფლების მოქალაქეებზე, ამიტომაც ჩინეთის მთავრობას არ ძალუძს მე-10 მუხლის მიღება, რომელიც ხელისუფლების მიერ იმ უცხოელის ექსტრადიციას ითვალისწინებს, რომელიც ყალბი ფულის მოჭრაში არის ბრალდებული მესამე სახელმწიფოს მიერ.
3. რაც შეეხება მე-20 მუხლის დებულებებს, სსრკ-ს დელეგაცია მთავრობის სახელით აკეთებს დათქმას, რათა სურვილისამებრ გადასცეს სარატიფიკაციო სიგელი სხვა ხელის მომწერ მხარეს, რათა უკანასკნელმა ასლი გადასცეს ერთა ლიგის გენერალურ მდივანს და შეტყობინება გადაეგზავნოს დანარჩენ ხელისმომწერ ან მიერთებულ სახელმწიფოებს.
3. განცხადებები
შვეიცარია
კონვენციაზე ხელის მოწერისთანავე, შვეიცარიის წარმომადგენელმა გააკეთა შემდეგი განცხადება:
,,შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს არ ძალუძს კონვენციის სისხლის სამართლებრივი დებულებების შესრულება, ვიდრე დადებითად არ გადაწყდება შვეიცარიაში ერთიანი სისხლის სამართლის კოდექსის მიღების საკითხი, და შესაბამისად, მიიპყრობს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ კონვენციის რატიფიცირება ვერ მოხდება დადგენილ ვადაში.
,,მიუხედავად ამისა, ფედერალურ საბჭოს ძალუძს ადმინისტრაციული დებულებების შესრულება მისი ძალაუფლების სფეროებში, იმის შემდეგ, რაც მოხდება მათი ძალაში შესვლა 25-ე მუხლის თანახმად.”
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკათა კავშირი
კონვენციაზე ხელის მოწერისთანავე სსრკ-ს წარმომადგენელმა გააკეთა შემდეგი განცხადება:
,,მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ს დელეგაციამ მიიღო მე-19 მუხლის დებულებები, აცხადებს, რომ კავშირის მთავრობა არ სთავაზობს მიმართვას საერთაშორისო მართლმსაჯულების მუდმივმოქმედ სასამართლოსადმი.
,,რაც შეეხება ამავე მუხლის დებულებებს იმის თაობაზე, რომ თუ დავების მოგვარება არ იქნა მიღწეული პირდაპირი მოლაპარაკებებით, მხარეები მიმართავენ სხვა საარბიტრაჟო პროცედურებს, გარდა საერთაშორისო მართლმსაჯულების მუდმივმოქმედი სასამართლოსი, სსრკ-ს დელეგაცია ხაზგასმით აცხადებს, რომ ამ დებულების მიღება არ უნდა იქნეს ინტერპრეტირებული, როგორც კავშირის მთავრობის თვალსაზრისის შეცვლა, მხარეთა შორის დავების მოგვარების საარბიტრაჟო პროცედურების ზოგად საკითხებთან დაკავშირებით.”
წინამდებარე ოქმი მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს აკისრებს ვალდებულებებს და მას გააჩნია ისეთივე ძალა და მოქმედების ხანგრძლივობა, როგორც დღევანდელი დღის კონვენციას, რისი ოქმიც მის განუყოფელ ნაწილად უნდა ჩაითვალოს.
ამის დასტურად, ქვემორე ხელის მომწერმა პირებმა წინამდებარე ოქმზე ხელი მოაწერეს.
შესრულებულია ჟენევაში, ათას ცხრაას ოცდაცხრა წლის 20 აპრილს, ერთ ასლად, რომელიც ინახება ერთა ლიგის სამდივნოს არქივში და მისი აუთენტური ასლები გადაეგზავნება ლიგის ყველა წევრ და კონფერენციაზე დამსწრებ არაწევრ სახელმწიფოებს.
ალბანეთი - დოქტორ სტარვო სტარვი
გერმანია - დოქტორ ერიჰ კრაცე, დოქტორ ვოლფგანგ მეტენბერგ ვოკე
ა.შ.შ. - ჰიუ რ. უილსონი
ავსტრია - დოქტორ ბრუნო შულცი
ბელგია - სერვეისი
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო და ბრიტანეთის იმპერიის ყველა სხვა ნაწილი, რომელიც არ არის ერთა ლიგის დამოუკიდებელი წევრი - ჯონ ფიშერ უილიამსი, ლესლი ს. ბრასი
ინდოეთი - ვერნონ დოუსონი
ბულგარეთი - დ. მიკოფი
ჩინეთი - ლონ ლიანგი
კოლუმბია - ა.ჯ. რესტრეპო
კუბა - გ. დე ბლანკი, მ.ლ.ალვარეზ
დანია - უილიამ ბორბერგი
დანზიგის თავისუფალი ქალაქი - ფ. სოკალი, ჯონ მიული
ესპანეთი - მორისიო ლოპეს რობერტსი, მარკიზ დე ლა ტერერმოზა
საფრანგეთი - შალენდარი
საბერძნეთი - ნეგალოს კალოიანი
უნგრეთი - პოლ დე ჰევესი
იტალია - უგო ალოიზი
იაპონია - რეიზაბურო ჰაიაში, შიგერუ ნაგაი
ლუქსემბურგი - შ.გ. ვერმერი
მონაკო - რ. ელესი
ნორვეგია - შ.ლ. ლანჟი
პანამა - ჯ.დ. აროსემენა
ნიდერლანდები - ა.ა. ვან დერ ფელიცი, პ.ჯ. გერკე, კ.ჰ. ბროეგჰოფი
პოლონეთი - ფ. სოკალი, ვლოდიმერს სოკალსკი
პორტუგალია - ხოსე კაერო დამატა
რუმინეთი - ანტონიადე, ვასპასიან ვ. პელა, პასკალ ტონკესკო
სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფო - დოქტორ თომას გივანოვიჩ
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკათა კავშირი - გ. ლაშკევიჩი, ნიკოლოზ ლიუბიმოვი
შვეიცარია - დელაკუა
ჩეხოსლოვაკია - იაროსლავ კალაბი
[1]
რატიფიკაცია:
ესპანეთი (28 აპრილი, 1930), ბულგარეთი (22 მაისი, 1930), პორტუგალია (18 სექტემბერი, 1930), იუგოსლავია (24 ნოემბერი, 1930), დანია (19 თებერვალი, 1931), ნორვეგია(16 მარტი, 1931), საბერძნეთი (19 მაისი, 1931), ავსტრია (25 ივნისი, 1931), სსრკ (13 ივლისი, 1931), ჩეხოსლოვაკია (12 სექტემბერი, 1931), მონაკო (21 ოქტომბერი, 1931)
მიერთება;
ესტონეთი (30 აგვისტო, 193