ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.02.2011 ძალადაკარგული 07.11.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.140.016007
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 280211, 28/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №4

2011 წლის 21 თებერვალი

დ. ასპინძა

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1-1476 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (შემდგომში–მიწა) სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) დაბა ასპინძაში ერთ კვ.მ მიწაზე – 4 (ოთხი) ლარი ;

ბ) ასპინძის მუნიციპალიტეტის დანარჩენ დასახლებებსა და დასახლებათა შორის არეალებში ,  გარდა „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს), ერთ კვ.მ მიწაზე – 2 (ორი) ლარი ;

გ) ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწ აზე – 4 (ოთხი) ლარი.

2. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით :

ა)დაბა ასპინძაში  შენობა - ნაგებობებზე 1 კვ.მ-ზე –  30 (ოცდაათი) ლარი.

ბ) ასპინძის მუნიციპალიტეტის დანარჩენ დასახლებებსა და დასახლებათა შორის არეალებში – 15 (თხუთმეტი) ლარი.

3 .    ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009  წლის

13 მარტის   №10 დადგენილება  “ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შეს ახებ“.

4 . დადგენილება ძალაში შევიდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნები სთანავე .

საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                                   ა. მელიქიძე