„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 14 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2011 წლის 15 თებერვალი
დაბა ქედა
„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 14 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 14 იანვრის №2 დადგენილებ აში (გაზეთი „აჭარა“№6;19.01.08; გვ.6;)შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. დიასამიძე
დანართი
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგო (ლარებში) |
| საკრებულოს თავმჯდომარე | 2360 |
| საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1100 |
| საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე | 650 |
| საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 650 |
| საკრებულოს აპარატის უფროსი | 700 |
| მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში – უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი |
420 |
| მთავარი სპეციალისტი საქმის წარმოებისა და საორგანიზაციო საკითხებში – უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი; |
420 |
| მთავარი სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში – უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი |
420 |
| მძღოლი -დამხმარე მოსამსახურე; | 250 |
| დამლაგებელი -დამხმარე მოსამსახურე | 250 |