„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 30 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.190.000.35.117.000.200
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2010 წლის 5 აგვისტო
ქ. ამბროლაური
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 30 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დაადგინა:
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 30 იანვრის №5 დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი ამოქმედება განისაზღვროს 2010 წლის 7 ივლისიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. ფარჯანაძე
დანართი №1
| № | თანამდებობის დასახელება | თანამდებობრივი სარგო (ლარებში) |
| 1 | მთავარი საჯარო თანამდებობა – გამგებელი | 2360 |
| 2 | წამყვანი საჯარო თანამდებობა – მოადგილე | 900 |
| 3 | უფროსი საჯარო თანამდებობა – სამსახურის ხელმძღვანელი (უფროსი) | 700 |
| 4 | უფროსი საჯარო თანამდებობა – სამსახურის განყოფილების უფროსი | 500 |
| 5 | უმცროსი საჯარო თანამდებობა – მთავარი სპეციალისტი | 420 |
| 6 | უმცროსი საჯარო თანამდებობა – წამყვანი სპეციალისტი | 340 |
| 7 | უმცროსი საჯარო თანამდებობა – უფროსი სპეციალისტი | 280 |
| 8 | უმცროსი საჯარო თანამდებობა – სპეციალისტი | 150 |
| 9 | გამგებლის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული | 400 |