საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 იანვრის №2 დადგენილებაში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
270190000.35.165.000007
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 1, 22/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.190.000.35.165.000.007

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2010 წლის 19 ივლისი

ქ. საგარეჯო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 იანვრის №2 დადგენილებაში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

თანახმად საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 7 ივლისის №476 ბრძანებულებისა „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 იანვრის №2 დადგენილებაში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“, დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

განისაზღვროსსაგარეჯოსმუნიციპალიტეტისწარმომადგენლობითიდააღმასრულებელიორგანოებისსაჯარომოსამსახურეთათანამდებობრივისარგოშემდეგიოდენობით:

 

 

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო (ლარებით)

 

1

საკრებულოს თავმჯდომარე

2360

2

გამგებელი

2360

3

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1100

4

გამგებლის მოადგილე

900

5

სამასახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი

700

6

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

650

7

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

500

8

გამგებლის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

450

9

გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - გამგეობის რწმუნებული

400

10

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

420

 

2. დაევალოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს აღნიშნული დადგენილების საფუძველზე შე ი ტანოს ცვლილება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტში.

3. დადგენილება გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

4. დადგენილება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

5. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

6. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს უშუალო ზიანის მიყენებიდან ერთი თვის ვადაში, საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. საგარეჯო, ჯაფარიძის ქ. №6).

საკრებულოს თავმჯდომარე ი.ჭიაურელი