„ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2006 წლის 16 ნოემბრის №5 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №81
2011 წლის 17 თებერვალი
ქ. ქუთაისი
„ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2006 წლის 16 ნოემბრის №5 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს „ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2006 წლის 16 ნოემბრის №5 დადგენილების დანართში შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების დანართის მე-3 პუნქტის გასწვრივ, გრაფაში: „თანამდებობის დასახელება“ ჩაიწეროს სიტყვები: „საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე“, ხოლო, მის გასწვრივ, გრაფაში: „თანამდებობრივი განაკვეთი ლარებში“ კი, – რიცხვი: „1500“.
2. დადგენილების დანართის მე-4 პუნქტის გასწვრივ, გრაფაში: „თანამდებობის დასახელება“ ჩაიწეროს სიტყვები: „საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე“, ხოლო, მის გასწვრივ, გრაფაში: „თანამდებობრივი განაკვეთი ლარებში“ კი, – რიცხვი: „1400“.
3. დადგენილების დანართის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18, მე-19 პუნქტები გადაინომროს შესაბამისად, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18, მე-19, მე-20 პუნქტებად.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს, მ/წლის 17 თებერვლიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ა.ხვადაგიანი