„ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.113.016086
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №11

2012 წლის 25 აპრილი

ქ. ოზურგეთი

„ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 31 მარტის  №13 დადგენილებაში ცვლილების  შეტანის  შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ა და ტყის მიწებზე   ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა :

მუხლი 1. შევიდეს ცვლილებები „ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის  №13 დადგენილებაში(ვებგვერდი,110404020,05/04/2011; სარეგისტრაციო კოდი200230000.35.113.016038) და დადგენილების 1-ლი-მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) 40 000 -დან100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების1.0პროცენტი.

    მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

 

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა

1

სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე)

 73

 

საკარმიდამო

73

2

სათიბი (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული)

 20

3

საძოვარ ი(მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული)

 16

4

ტყის მიწაზე (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული)

 36

5

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწ ები

 3

    მუხლი 5

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია:

 

ტერიტორია

საბაზისო განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

 

გადასახადის განაკვეთი

(ლარი)

1

ქ. ოზურგეთი

0,24

1,0

0,24

2

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თემებს, დაბებსა და სოფლებ ში

0.24

0.9

0.216

    მუხლი 6

1. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:

ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი);

ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა ქონების გადასახადის გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი.

    მუხლი 7

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები, დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.“

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012  წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

საკრებულოს  თავმჯდომარე                       ა. მამეშვილი