„ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.121.016029
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110401054, 04/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2011 წლის 31 მარტი

ქ. ვანი

 ,,ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის № 2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

  მუხლი 1. ,,ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის  28 იანვრის №2 დადგენილებაში (სსმ; ვებპორტალი, 100211, 10/02/2010 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებული იქნეს ქონების გადასახადი.

    მუხლი 2.

  ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტებია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლით განსაზღვრული გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტები.

  მუხლი 3.

 1. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ქონებაზე გადასახადის  განაკვეთი განისაზღვროს:

ა) საწარმოსათვის,ორგანიზაციისათვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების). მიხედვით;

ბ) ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს გადასახადის გადამხდელი ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით შემდეგი ოდენობით:

ბ.ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05 პროცენტით;

ბ.ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 პროცენტით.

    მუხლი 4.

გათავისუფლდეს ქონების გადასახადისაგან მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში მაცხოვრებლები და ავტოფარეხთა მფლობელები.

    მუხლი 5.

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტები განისაზღვროს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 6.

მიწაზე ქონების გადასახადი განისაზღვროს: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის 1.0 ჰა-ზე:

ა.ა) სახნავ-სათესი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწის ნაკვეთებისათვის: 65 ლარით;

ა.ბ) სათიბებისა და საძოვრებისათვის:

ა.ბ) სათიბი – 17 ლარი, საძოვარი-12 ლარი;

ა.გ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის 1.0 კვ.მ-ზე: ქ. ვანის ტერიტორიაზე – 0,0888 ლარი. თემების (სოფლების) ტერიტორიაზე – 0,0444 ლარი.

    მუხლი 7.

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადი განისაზღვროს 1.0 ჰა-ზე 3 (სამი) ლარით.“.

 

    მუხლი 2.

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ოჩხიკიძემ.

    მუხლი 3.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                  დ. კაკაბაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.03.2011.
როდის იქნა მიღებული „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.03.2011. მიმღები ორგანო — ვანის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.121.016029.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №6, 31.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.121.016029 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1266551/