ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.01.2011 ძალადაკარგული 02.05.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.121.016025
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 100211, 10/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2011 წლის 28 იანვარი

ქ. ვანი

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200; 201-ე: 202-ე; 203-ე; 204-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად,ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნ ე ს ქონების გადასახადი.

    მუხლი 2

 1. ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტებია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლით განსაზღვრული გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტები.

    მუხლი 3

 1. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ქონებაზე გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს:

ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 1. 2. 3. 4. 6. 7. 8. პუნქტების შესაბამისად;

ბ) ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით შემდეგი ოდენობით:

ბ.ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05 პროცენტით;

ბ.ბ). 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 პროცენტით.

    მუხლი 4

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტები განისაზღვროს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლი ს შესაბამისად.

    მუხლი 5

1. მიწაზე ქონების გადასახადი განისაზღვროს:

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის 1.0 ჰა-ზე:

ა.ა) სახნავ-სათესი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწის ნაკვეთებისათვის: მწირი ხარისხის – 50.0 (ორმოცდაათი) ლარით, კარგი ხარისხის – 70.0 (სამოცდაათი) ლარით.

ა.ბ) სათიბებისა და საძოვრებისათვის: სათიბი – 10 ლარი, გაკულტურებული სათიბი – 15.0 ლარი, საძოვარი – 8.0 ლარი, გაკულტურებული საძოვარი – 12.0 ლარი.

ა.გ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის 1.0 კვ.მ-ზე:

ქ. ვანის ტერიტორიაზე – 0,0888 ლარი. თემების (სოფლების) ტერიტორიაზე – 0,0444 ლარი.

    მუხლი 6

1. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუ ძ ველზე გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადი განისაზღვროს 1.0 ჰა-ზე 150.0 (ასორმოცდაათი) ლარით.

    მუხლი 7

1. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ოჩხიკიძემ.

    მუხლი 8

1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე      დ. კაკაბაძე