"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 13 იანვრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს
ბრძანება №30
2011 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 13 იანვრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 13 იანვრის №6 ბრძანებით (სსმ, 13.01.2011წ.) დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმა და აღწერილობა
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზა (შემდგომში – ვიზა) წარმოადგენს 85 მმX105 მმ ზომის მართკუთხა ფორმის მკაცრი აღრიცხვის ბლანკს.
2. ფერი კომბინირებულია, ძირითადი ტონალობა განისაზღვრება ლურჯი-იისფერით.
3. კომპოზიცია გაყოფილია არათანაბარ ნაწილად:
ა) პირველი (ზედა) ნაწილი – მუქ ლურჯ ველზე, მარცხენა მხარეს გამოსახულია მოფრიალე საქართველოს სახელმწიფო დროშა, მარცხენა მხარეს გილიოშის დეკორში ჩასმული საქართველოს რუკის კონტური. წარწერებია: ქართული – „საქართველო”; „ვიზა”; და ინგლისურ ენაზე „Georgia”; „Visa”;
ბ) მეორე (შუა) ნაწილი – კომბინირებულ ღია ლურჯ და იისფერ ველზე მარჯვენა მხარეს, ქართულ ტრადიციულ (გელათი) ორნამენტზე (ამობურცვის ეფექტით) მოთავსებულია ფოლგა საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. მარცხენა მხარეს, გილიოშის ბადეზე მკრთალად გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი ერთ ფერში და მუქი ლურჯი კითხვარის წარწერები. მარცხენა ქვედა ნაწილში მუქი წითელი სააღრიცხვო სერია და ნომერია გამოსახული.
4. დაცული ქაღალდი:
– ფლუორესცენტული ბოჭკოებით.
5. ოფსეტური ბეჭდვა:
– ანტიკოპირებადი ფონი;
– მიკროტექსტი;
– ულტრაიისფერი დაცვა;
– ფარული გამოსახულება (უხილავი შეუიარაღებელი თვალით, ხილული მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოთი).
6. ინტაგლიო (რელიეფური) ბეჭდვა:
– ტრანსპარანტული (გამჭვირვალე) ინტაგლიო;
– ინტაგლიო ფერში.
7. აბრეშუმისებური ბეჭდვა:
– ირისისებური საღებავი.
8. ფოლგა:
– 3 დაცვის ელემენტით.
9. ულტრაიისფერი სხივით დანათებისას, ვიზის ბლანკზე უნდა იხატებოდეს საქართველოს რუკა ქ. თბილისის, ქ. სოხუმის, ქ. ცხინვალისა და ქ. ბათუმის მითითებით.
10. ვიზა უნდა შეიცავდეს შემდეგ გრაფებს:
ა) ვიზის ტიპი Type of visa
ბ) შემოსვლის ოდენობა Number of entries
გ) ძალაშია Valid from
დ) მდე Until
ე) ყოფნის ვადა Duration of stay
დღე Day
ვ) სახელი, გვარი Name, surname
ზ) პასპორტის ნომერი Number of passport
თ) საფასური Cost
ი) გაცემის ადგილი და თარიღი Date and place of issue
კ) ხელმოწერა Signature
ლ) აღნიშვნები Remarks
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 აპრილიდან.
ზ. ადეიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 13 იანვრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.03.2011.
- როდის იქნა მიღებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 13 იანვრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- "საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 13 იანვრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.02.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №30. სარეგისტრაციო კოდი — 010120000.22.027.016101.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 13 იანვრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 30.03.2011-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 13 იანვრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ "საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 13 იანვრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის "საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 13 იანვრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.03.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 13 იანვრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №30, 22.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 010120000.22.027.016101 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1214610/