ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№-
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.000758
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გაურკვეველი, -, 22/02/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში ,,მხარეებად“ წოდებულნი,

ესწრაფვიან რა, ხელი შეუწყონ ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობას,

სურთ რა, გაეროს წესდების შესაბამისად, განავითარონ და განამტკიცონ მეგობრული ურთიერთობა ორ ერს შორის,

მიიჩნევენ რა ურთიერთსასარგებლოდ სხვადასხვა დონეზე კონსულტაციების გამართვასა და აზრთა გაცვლას ორივე მხარის ინტერესების შესაბამისად,

თანხმდებიან შემდეგზე:

მუხლი 1

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივად განავითარებენ კონტაქტებს საერთაშორისო ასპარეზზე ორი სახელმწიფოს დაახლოების, საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისა და გაეროს წესდების შესაბამისად ყველა სახელმწიფოსთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროში ურთიერთანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.   

    მუხლი 2

ორმხრივი ურთიერთობის განვითარების მიზნით მხარეები რეგულარულად გამართავენ კონსულტაციებს საერთაშორისო და ორმხრივი მნიშვნელობის საკითხებზე სამინისტროების დონეზე ან სხვა დონეზე.

    მუხლი 3

წინასწარი შეთანხმების საფუძველზე მხარეები დაადგენენ, რომ არანაკლებ წელიწადში ერთხელ გაიმართოს კონსულტაციები, აგრეთვე ამ კონსულტაციების დღის წესრიგს, დროსა და ადგილს.

    მუხლი 4

კერძოდ, კონსულტაციები უნდა მოიცავდეს შემდეგს:

ა) პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ბ) რეგიონალური და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს, რომლებიც წარმოადგენს საერთო ინტერესს;

გ) საერთო ინტერესის საკითხებს, რომლებზეც მუშაობენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წევრიც ორივე მხარეა.  

    მუხლი 5

მხარეები ხელს შეუწყობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ, საინფორმაციო და სხვა სფეროებში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებას. 

    მუხლი 6

მხარეები უზრუნველყოფენ, რომ შეიქმნას პირობები უშუალო კონტაქტის დამყარებისა და გამოცდილების გაზიარებისათვის სტაჟიორთა გაცვლის, აგრეთვე კონსულტაციებისა და სემინარების გამართვის გზით.

    მუხლი 7

მხარეებს შორის ამ ოქმის გამოყენებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი დავა გადაწყდება მშვიდობიანად, კონსულტაციების გზით.

    მუხლი 8

მხარეებს ურთიერთშეთანხმებით შეუძლიათ წინამდებარე ოქმში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც ფორმდება ცალკე ოქმების სახით და ძალაში შედის იმავე წესით, რითაც წინამდებარე ოქმი. ზემოაღნიშნული წესით მიღებული ოქმები წინამდებარე ოქმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. 

    მუხლი 9

ეს ოქმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში. ყოველი ვადის ამოწურვის შემდეგ იგი ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთი წლით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ერთ-ერთი მხარე ექვსი თვით ადრე წერილობით აცნობებს მეორე მხარეს ოქმის შეწყვეტის განზრახვის თაობაზე.

შესრულებულია 2010 წლის ორ დედნად, თითოეული ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.

საქართველოს საგარეო                                  იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს

საქმეთა სამინისტროს სახელით                  საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით

               (ხელმოწერილია)                                                       (ხელმოწერილია)