საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სურინამის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016052
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111006012, 11/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ურთიერთგაგების მემორანდუმი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სურინამის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და სურინამის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში “მხარეებად” წოდებულნი,

ესწრაფიან რა ხელი შეუწყონ თავიანთ ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობას,

სურთ რა, გაეროს წესდების შესაბამისად განავითარონ და განამტკიცონ მეგობრული ურთიერთობა ორ ერს შორის,

მიიჩნევენ რა ურთიერთსასარგებლოდ სხვადასხვა დონეზე კონსულტაციების გამართვასა და აზრთა გაცვლას ორივე მხარის სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად,

თანხმდებიან შემდეგზე:

    მუხლი 1

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და სურინამის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივად განავითარებენ კონტაქტებს საერთაშორისო ასპარეზზე თავიანთი ორი სახელმწიფოს დაახლოების, საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისა და გაეროს წესდების შესაბამისად ყველა სახელმწიფოსთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროში ურთიერთ თ ანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით. 

    მუხლი 2

ორმხრივი ურთიერთობის განვითარების მიზნით, მხარეები რეგულარულად გამართავენ კონსულტაციებს საერთაშორისო და ორმხრივი მნიშვნელობის საკითხებზე მინისტრების ან სხვა დონეზე.

    მუხლი 3

წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მხარეები დაადგენენ, რომ არანაკლებ წელიწადში ერთხელ გაიმართოს კონსულტაციები, აგრეთვე ამ კონსულტაციების დღის წესრიგს, დროსა და ადგილს.

    მუხლი4

კონსულტაციები უნდა მოიცავდეს შემდეგს, კერძოდ:

ა.პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ბ. რეგიონალური და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს,რომლებიც წარმოადგენს საერთო ინტერესს;

გ. საერთო ინტერესის საკითხებს,რომლებზეც მუშაობენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები,რომელთა წევრიც ორივე მხარის სახელმწიფოა.  

    მუხლი5

მხარეები ხელს შეუწყობენ თავიანთ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკურ,სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ,ჰუმანიტარულ,საინფორმაციო და სხვა სფეროებში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებას.

    მუხლი6

მხარეები უზრუნველყოფენ, რომ შეიქმნას პირობები უშუალო კონტაქტის დამყარებისა და გამოცდილების გაზიარებისათვის თანამშრომელთა გაცვლის,აგრეთვე კონსულტაციებისა და სემინარების გამართვის ორგანიზებით.

    მუხლი7

მხარეებს შორის წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის გამოყენებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი დავა გადაწყდება კონსულტაციების ან/და მოლაპარაკებების გზით.

    მუხლი8

მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე,წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში, შეიძლება შეტანილ იქნ ე ს ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე ოქმების სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით,როგორი წესითაც ეს ურთიერთგაგების მემორანდუმი შედის ძალაში.აღნიშნული სახით მიღებული ოქმები წარმოადგენს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.

    მუხლი 9

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში. ყოველი ვადის ამოწურვის შემდეგ, იგი ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, ვიდრე ერთ-ერთი მხარე, ხუთწლიანი ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე,წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს ოქმის მოქმედების შეწყვეტის განზრახვის თაობაზე.

 

შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2011 წლის 20 სექტემბერს ორ დედნად, თითოეული ქართულ, ჰოლანდიურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ა ვ თენტ იკუ რია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.

 

საქართველოს საგარეო   საქმეთა სამინისტროს სახელით

 

                                        ხელმოწერილია

სურინამის რესპუბლიკის საგარეო

საქმეთა სამინისტროს სახელით

                                         

                                            ხელმოწერილია